სკანდალში გახვეულ „ალბატროსს“ მსხვილი პარტნიორები ტოვებენ, კომპანია გაკოტრების ზღვარზეა
საზოგადოება - 15:42, 10 Jul, 2018     2509
რა ხდება საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კონსტრუქციების მწარმოებელ კომპანია „ალბატროსში“?! რატომ ეხვევა კომპანია ბოლო თვეების განმავლობაში მუდმივად სკანდალში და რა საქმეებია მის წინააღმდეგ აღძრული? აპირებენ თუ არა ბოლო ინციდენტის - ალბატროსში ნარკოტიკული საშუალების აღმოჩენის შემდგომ, პარტნიორი კომპანიები მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას და რა ეტაპზეა გამოძიება? არის თუ არა რეალურად „ალბატროსი“ გაკოტრების ზღვარზე?!


„ალბატროსის“ გარშემო გახმაურებული პროცესები რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

მიმდინარე წლის 2 აპრილს, „ალბატროსის“ ადმინისტრაციამ, ამავე კომპანიის პიარ-მენეჯერ სალომე სარიშვილის მიერ წარმოებულ კამპანიას, რომელიც ეროვნული გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა, წინააღმდეგობა უხეში ფორმით გაუწია. ადმინისტარიაცმ კომპანიის შიდა ფასადზე გაკრული ტატუნაშვილის ფოტოები ჩამოხია. ფაქტს, ადმინისტრაციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელების მხრიდან სარიშვილის მისამართით სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა. რამდენიმე დღეში, კომპანიის ხელმძღვანელობამ სარიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა, თუმცა ბრძანება გათავისუფლების შესახებ, მას დღემდე არ ჩაბარებია. ასევე, არავის განუმარტავს სამსახურიდან დათხოვნის მიზეზები. ამავე დღეს, სარიშვილს გაუტეხეს სოციალური ქსელი, რაზეც გამოძიება დღემდე მიმდინარეობს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანია ფინანსურად რთულ მდგომარეობაშია და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ „ალბატროსს“ მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების მიმართ დაგროვილი აქვს სახელფასო დავალიანება, კომპენსაციები კი ამ დრომდე გაუცემელია. ფინანსური პრობლემები „ალბატროსში“ მას შემდეგ დაიწყო, რაც თბერვლის ბოლოს, კომპანიის დირექტორი ზაზა ჩხაიძე გაიქცა და იურიდიული პირის მიერ აღებული ყველა ვალდებულება შეუსრულებელი დატოვა. ახლა „ალბატროსს“ ჩხაიძის მინდობილი პირი მადინა თვაური ხელმძღვანელობს. სწორედ, მის სახელს უკავშირდება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა შემთხვევა.

„ალბატროსის“ გარშემო განვითარებული სკანდალები ამით არ დასრულება. 30 ივნისს კომპანიაში ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ისინი ადგილზე ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდნენ. უწყების წარმომადგენლებმა შენობაში 3 მოზრდილი ძირი მარიხუანა ამოიღეს, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივაციას გულისხმობს.

ამავე დღეს განცხადება გააკეთა ალბატროსის იურისტმა იასონ ბესელიამ და აღნიშნა, რომ ეს იყო მოწყობილი, მაგრამ „დამკვეთს“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, ვინაიდან ადგილი, საიდანაც მარიხუანა ამოიღეს, კომპანიას არ ეკუთვნის.

„ეს ჩხრეკა ჩატარდა არა კომპანია „ალბატროსის“ ტერიტორიაზე, არამედ ჩვენს მიერ იჯარით აღებული შენობის ზედა სართულზე, სხვენზე, რომელიც ამ ეტაპზე არავის აქვს იჯარით აღებული, როგორც ჩანს აღმოჩნდა, კულტივირებული მარიხუანა, სამი სათლი, სადაც ამოთხრილია რამდენიმე ძირი მარიხუანა, სავარაუდოდ ან გუშინდელი ამოთხრილი და დაგდებულია, ვინაიდან შემჭკნარია უკვე.

მიმდინარეობს დავა კომპანია „ალბატროსსა“ და ამ კომპანიაში ადრე მოკალათებულ პირებს შორის, რომელთა მიზანიც იყო ამ კომპანიის ხარჯზე სხვა მათ მიერ დაფუძნებული კომპანიის წარმატება და ამ კომპანიის ჩაძირვა. ამ ყველაფრის ხელმძღვანელი გახლავთ ლევან კერვალიშვილი“, - აღნიშნავს კომპანიის ადვოკატი.

კითხვაზე, რა ეტაპზეა ახლა გამოძიება და გატარდა თუ არა რაიმე ღონისძიებები „ალბატროსის“ მიმართ, კომპანიის მინდობილი ზელმძღვანელი მადინა თვაური ამბობს, რომ ვინაიდან მარიხუანა მათ ტერიტორიაზე არ იყო აღმოჩენილი, ამ საქმით დაინტერესებულიც არ არის და ეს კარგად იციან სამართალდამცველებმაც.

თუმცა, ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცავებმა ოპერატიული რეაგირების შემდგომ, კომპანია ალბატროსში დასაქმებული 2 პირი დააკავეს, რომელთაც დანაშაული - კომპანიის ტერიტორიაზე მარიხუანას კულტივაცია აღიარეს.

„ნიუპოსტი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ძალოვანი უწყება ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე დაკავებული არავინ არ არის.

ხმაურიანი და სისტემატიური სკანდალების შემდეგ, ჩვენი ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანას კულტივაციაში დადანაშაულებულ კომპანიასთან, პარტნიორები ურთიერთობას ნელ-ნელა და ეტაპობრივად წყვეტენ.

ჩვენი წყარო გვიყვება, რომ „ალბატროსში“ რამდენიმე მსხვილი კომპანიიდან უკვე განხორციელდა ზარი და ადმინისტრაციას აცნობეს, რომ საეჭვო რეპუტაციის კომპანიასთან თანამშრომლობა არ სურთ.

ბუნებრივია „ნიუპოსტი“ „ალბატროსის“ მსხვილ პარტნიორ კომპანიებს დაუკავშირდა, რომელთა ნაწილმა „ნიუპოსტს“ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კონსტრუქციების მწარმოებელ კომპანიასთან აღარ თანამშრომლობენ. გახდა თუ არა კონტრატქების გაწყვეტის მიზეზი კომპანიის გარშემო შექმნილი მძიმე ვითარება, ჩვენმა რესპოდენტების ნაწილმა პირდაპირი პასუხის გაცემა არ ისურვეს, ზოგიერთმა კი აღნიშნა, რომ უბრალოდ კონტრაქტი ამოიწურა. თუმცა ჩვენი ინფორმაციით, „ალბატროსს“ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მინიმუმ ხუთმა კომპანიამ გაუწყვიტა კონტრაქტი და მათი რიცხვი უახლოეს პერიოდში გაიზრდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42