"ლოგინად ჩავარდნილ ქალს შვილი საზღვარგარეთ ჰყავს... ყველა დარაზმულია და ცდილობენ მარტოობა არ აგრძნობინონ" - მეზობლების საოცარი ისტორია ქუთაისიდან
სოც.მედია - 11:04, 10 Jul, 2018     8986
სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი, ქუთაისში, მცხოვრები, მოხუცი ბიბლიოთეკარი ქალბატონის ცხოვრების შესახებ წერს.

"მეგობარმა ისეთი რამ მიამბო, არ შემიძლია, ყველას არ გაგიზიაროთ: თურმე მათ კორპუსში ერთი ღვაწლმოსილი ქალბატონი ცხოვრობს, ძველი თაობის ბიბლიოთეკარი. ლოგინშია ჩავარდნილი, შვილი კი საზღვარგარეთ ჰყავს. ამ უმწეო ქალს მთელი სამეზობლო პატრონობს: ვინ პამპერსზე გარბის, ვის საჭმელი მოაქვს, ვინ ბანს და ასუფთავებს, ვინ ურეცხავს და ბინას ულაგებს. განსაკუთრებით ძნელი ყოფილა ავადმყოფის აწევა და არც ამაზე იხევენ უკან ქალბატონები. გუშინ ერთმა, თავადაც ლოგინად ჩავარდნილი მამა რომ ჰყავს, თავიდან ბოლომდე დაბანა და გააპრიალა ეს უმწეო ადამიანი.

- ერთი კარგი ქალია კიდევ, ორი კვირის მოკვეთილი აქვს მკერდი; როგორც კი ქიმიას გაიკეთებს, ამ მეზობელთან ჩამოდის და გულდაგულ ასუფთავებს. პირდაპირ საოცრება ტრიალებს ჩვენს ბინაშიო,- მიყვება მეგობარი, - ყველა დარაზმულია, ყველა ცდილობს, დაეხმაროს ლოგინად ჩავარდნილ მეზობელს, მარტოობა არ აგრძნობინოს, სითბო და სიყვარული აჩუქოს. ჩვენ ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობთ, მაგრამ ახლა ძალიან მომინდა, გული გადაგიშალო და გაგანდო: ამ ტოტალური სიძულვილის ეპოქაში მაინც ადამიანური სიყვარულია გამარჯვებულიო. ეს ამბები ქუთაისში ხდება, "ზასტავაზე". არის ასეთი ლამაზი, ხალხმრავალი უბანი ქუთაისში" - წერს ჟურნალისტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42