"შეტევა" ფიფას ფეისბუკგვერდზე - "დიდება უკრაინისთვის" დასჯილი ხორვატი ფეხბურთელების მხარდასაჭერად
სოც.მედია - 10:46, 10 Jul, 2018     2615
ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრის ოგნენა ვუკოევიჩის და ნაკრების ფეხბურთელის დომაგოი ვიდას მიერ რუსეთის დამარცხების შემდეგ ჩაწერილი ვიდეო კვლავ სკანდალის მიზეზია.


ამ ვიდეოს გამო, ხორვატიის საფეხბურთო კავშირმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამწვრთნელო შტაბის წევრი, ოგნენა ვუკოევიჩი გაათავისუფლა. ვუკოევიჩს ჩამოართვეს ტურნირის აკრედიტაცია და ხორვატიის დელეგაციის შემადგენლობაში აღარ არის. საფეხბურთო კავშირმა ვუკოევიჩის განცხადებაც გაავრცელა.

"ჩემს სიტყვებში არავითარი პოლიტიკური ფონი არ ყოფილა. თუმცა მესმის, რომ ჩემი განცხადების, სამწუხაროდ, სხვანაირად ინტერპრეტირება შეიძლებოდა. ამის გამო ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი რუს გულშემატკივარს." - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ამ ვიდეოს გამო ფიფამ დომაგოი ვიდას დისციპლინარული გაფრთხილება მისცა. ხორვატიის მცველმა ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ მისი სიტყვები ინტერპრეტირების მსხვერპლი გახდა.

„დიდება უკრაინას“ გამო, ვუკოევიჩისა და ვიდას წინააღმდეგ გატარებულმა ღონისძიებებმა, საფუძველი ჩაუყარა ფლეშმობს, რომელიც მიზნად ფეხბურთელების მხარდაჭერას ისახავს.

9 ივნისს ასეულობით ფეისბუკმომხმარებელმა ფიფას ფეისბუკგვერდზე ფეხბურთელების მხარდამჭერი შეტყობინებები გაავრცელეს. უმრავლესობა შეტყობინებისა იყო Слава Україні! სხვადახვა ენაზე.

ამასთანავე ფეისბუკმომხმარებლები ფიფას შეფასებებში ერთ ვარსკვლავს უთითებდნენ.

ამ დროისთვის ფიფას ფეისბუკგვერდს 152 ათასი 1 ვარსკვლავი აქვს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42