"ებრაელი ტურისტი ჯუთაში მწყემსმა დააყაჩაღა, ფული, პირადი ნივთები, კარავი წაართვა... ზურგჩანთის და ჯოხის ამარა გაუშვა გზაზე"
სოც.მედია - 16:51, 09 Jul, 2018     16657
სოციალურ ქსელში კობა ბახტურიძე ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით 2005 წლის ებრაელი ტურისტის ისტორიას იხსენებს.

"მახსოვს, 2005 წელს ებრაელი ტურისტი გავიცანი, ნათანი. თუშეთიდან ხევში გადავიდა ფეხით. ჯუთაში ადგილობრივმა მწყემსმა დააყაჩაღა, ფული, პირადი ნივთები, კარავი, საძილე ტომარა, პარალონი და ფოტო აპარატი წაართვა, მოკლედ, რაც ებადა ლამის ყველაფერი. ზურგჩანთის და ჯოხის ამარა გაუშვა გზაზე. ყველაზე მეტად ფოტო აპარატზე წყდებოდა გული - საოცარი ფოტოები მქონდაო.

დღემდე მახსოვს ეროვნული სირცხვილის ის სიმძაფრე, რაც განვიცადე, როცა ეს მომიყვა.

ნეპალიდან პირინეის ჩათვლით ლამის მთელი ალპურ-ჰიმალაური სარტყელი ჰქონდა მოვლილი და საქართველო პირველი ქვეყანა იყო, სადაც დააყაჩაღეს.

ვარწმუნებდი, ასეთები არ ვართ ქართველები, პირიქით - მაშვრალ მგზავრს გისტუმრებენ, დაგაპურებენ და საჩუქრით გაგიშვებენ მეთქი, ეს ვიგინდარა გამონაკლისია და რაღა მაინცა და მაინც შენ გადაგეყარა მეთქი.

იქეთ მამშვიდებდა, ცხადია ასეაო.

სიმართლე გითხრათ, მე, რომელსაც გურიაში ბაბუასეულა სახლი და ეზო ნათესავებმა და მოყვრებმა გაუცალეს ავეჯიან-ნივთებიან-ღობიან-ხეებიანად, თავადვე არ მეჯერა იმის, რასაც ვეუბნებოდი და რაც დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ საზოგადოდ, მხოლოდ მაშინაა ქართველი წესიერი და პატიოსანი, როცა კანონის და მისი აღსრულების ეშინია. სხვა შემთხვევაში, სალოცავსაც გაძარცვავს და ბავშვსაც კი მოპარავს მეზობელს ოსმალოზე გასაყიდად.

ხადას ამბავი კიდევ ერთი დადასტურებაა ამისი.

დასკვნა - ნულოვანი ტოლერანტობა კრიმინალთან იყო სწორი, დროული და ეფექტიანი მიდგომა და ძალიან სამწუხაროა, რომ იგი ლამის ნულოვანმა რეაგირებამ ჩაანაცვლა" - წერს ბახტურიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42