,,ნიუპოსტი“ ინფორმაციის დაზუსტებისთვის შს სამინისტროს პრესცენტს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში ექსპერტიზის დასკვნამდე დეტალებზე არ საუბრობენ.
ცნობილი ხდება ისიც, რომ მწყემსი, რომელიც მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, არის 19 წლის და ის უკვე მეორე დღეა დაკითხვაზე იმყოფება.
საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ 6 ივლისს გახდა ცნობილი. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები შედეგად, რაიან სმიტის და მისი ცოლის ლორას სხეუულები იპოვეს. გარდაცვლილია მათი მცირეწლოვანი შვილიც.
ოჯახის მეგობრების თქმით, ორი დღის წინ, როდესაც ლორა სმიტი არ გამოდიოდა კონტაქტზე მეგობრებმა მიმართეს ამერიკის საელჩოს, საიდანაც მათ დაუდასტურეს, რომ ლორა სმიტი გარდაცვლილი იპოვეს, მოშორობით კი რაიან სმიტის ცხედარი.
როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინსიტროში განუცხადეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ. პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ სამძებრო სამუშაოები დაიწყეს და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.
სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არც ერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი აქვთ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ცხოვრობენ. სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.“ - აცხადებენ უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






