„ეს წერილი შენს ქალიშვილს წაუკითხე... როდესაც ქმარი გღალატობდა... გაგინა... გამცირებდა... ამ უბედურების მიზეზი შენ ხარ...“
სოც.მედია - 18:22, 06 Jul, 2018     6577
სოციალურ ქსელში AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სტატუსს აქვეყნებს.

"ეს წერილი შენს ქალიშვილს წაუკითხე. როდესაც შენი ქმარი, შუაღამისას გვარიანად შეზარხოშებული დაბრუნდა და ჩაძინებული დახვდი, გაგინა... შენ გულმოსული შენს პატარა ქალიშვილს მიუწექი გვერდით და იტირე...

როდესაც შენმა ქმარმა გაიღვიძა და საწოლში ნაბეღლავის მირთმევა დაგავიწყდა, ისევ გაგინა... შენ ხელი მოჰკიდე პატარა გოგონას, სამზარეულოში გახვედი და იტირე ...

როდესაც შენი ქმრის თეთრ მაისურზე, ტუჩის საღებავი შენიშნე და გონებაში პირველად გაგიელვა ეჭვმა, რომ გღალატობდა, ხმა ვერ ამოიღე... მთელი ღამე ცრემლებით ასველებდი ბალიშს და გულზე მიხუტებულ ქალიშვილს ჩუმად ეჩურჩულებოდი "შენს გამო ამასაც ავიტან" .

როდესაც შენს ქმარს, ძმაკაცებით სავსე სუფრაზე, ყანწის მიტანა დაუგვიანე , მოურიდებლად დაგამცირა... შენ ხელი მოჰკიდე შენს ქალიშვილს, საძინებელ ოთახში ჩაიკეტეთ, ისევ ცრემლების დუღილში მოხარშე წყენა და დამცირება ...

როდესაც დედამთილის კაპრიზი გააპროტესტე, სილა გაგაწნა. გითხრა, რომ ის დედაა და ვალდებული ხარ პატივი სცე მას... შენ ისევ ხელი მოჰკიდე შენს ქალიშვილს, თვალცრემლიანმა მკერდში ჩაიხუტე და უთხარი, რომ ამ ყველაფერს, მხოლოდ მისი ბედნიერებისთვის ითმენდი...

თუ დღეს, შენს ქალიშვილს ატირებულს ხედავ, ნუ გიკვირს და მიზეზს ნუ ეძებ, რატომ გახდა მონა...

ამ უბედურების მიზეზი შენ ხარ!!!

პ.ს. ეს ჩემგან პატივისცემით, ქალბატონო. თქვენს ქალიშვილს წააკითხეთ. რამდენადაც ვიცი, თავადაც ქალიშვილის დედაა და არ მინდა დედებმა დაუსრულებლად შვილების წამწამებიდან მომწყდარი ცრემლების მიზეზი სხვაგან ეძებოთ, მაშინ, როდესაც ამის მიზეზი თქვენ ხართ.

პატივისცემით სულა" - წერს სულაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42