მომღერალი სოფო ბედია და მისი მეუღლე მიშა მესხი ბიჭს ელოდებიან. ამის შესახებ სოფო ბედიამ "თბილისელებთან" ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
- მიშა განებივრებს ორსულ ცოლს?
- ძალიან ყურადღებიანი გახდა. ღამე მაღვიძებს, მუცელზე მეფერება და მიყურადებს. მოკლედ, მიწაზე ფეხს არ მადგმევინებს. სულ მეკითხება: ჭამე?
საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი შვილის გულისცემას მუცელშივე გრძნობს. მიშასთვის ეს პირველი შვილია, მე კი, 9 წლის ნიკუშა მყავს.
ექოსკოპიაზე რომ მივედით, ბავშვის სქესის გასაგებად, ჩემზე მეტად მიშა განიცდიდა და რომ გავიგეთ, ეგრევე დაწერა სოციალურ ქსელში - ბიჭის მამა ვხდები. თუმცა, ხუთი გოგო რომ მყოლოდა იგივე განცდა მექნებოდაო.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მე და მიშა გოგოს მოლოდინში ვიყავით და ბავშვმა "ინსტრუმენტი" რომ დაგვანახა თვალები დავჭყიტეთ, კიდევ არ გვჯერა.
მასალის გამოყენების პირობები






