"გუშინ, გვიან ღამით, "ფრესკოში" შევესწარი "ცალმხრივ"" კამათს, როგორც ჩანს, წყვილი დაშორდა.
გოგო ეუბნებოდა:
"თავს ისე ვგრძნობ, თითქოს პატარა ლეკვი ვარ, რომელზეც ზრუნავდნენ, ეფერებოდნენ და ერთხელაც ცხოველთა თავშესაფარში ჩააბარეს...უბრალოდ მობეზრდათ.
ბიჭი დუმდა. ეგებ იცოდა, რომ გოგო მართალი იყო...
ჩემი ამბავი გამახსენდა. "დრათხანი" მყავდა, საოცარი ძაღლი იყო - ჭკვიანი, ერთგული, თბილი.
ზედმეტად გაიზარდა, მონადირე ძაღლი ცოდო იყო ოთახისთვის, ვეღარც ვუვლიდით...
როცა ელი ჩავაბარეთ, ოჯახის წევრები ერთმანეთს ვარწმუნებდით, რომ ყოველ კვირას მოვინახულებდით...ეს არ მომხდარა.
დრო გადის და გავიწყდება, მერე ტკივილიც გავიწყდება...
წუხელ "ფრესკოში" იმ ბიჭის "დუმილს" რომ ვუსმენდი, მივხვდი, ძალიან მესმოდა მისი - ხდება ასეც... ჩვენი “გრძნობები" და გადაწყვეტილებები ყოველთვის ყველასთვის სამართლიანი ვერ იქნება...
დრო ყველაფერს კურნავს" - წერს ხოსიტაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






