მსოფლიოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გუგლის სერვისებით სარგებლობს. საგულისხმოა, რომ სერვისების უმრავლესობა (gmail.com, google drive და სხვ.) ხელმისაწვდომია ქართული ენის ინტერფეისით.
არსებობს ერთ-ერთი სერვისი სახელწოდებით AdWords, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელია ფასიანი რეკლამის განთავსება. მათ შორის ე.წ საძიებო ქსელშიც, ასეთი შედგები ძიების გვერდის თავზეა ჩვეულებრივ. თუმცა, აღნიშნულმა სერვისმა რამდენიმე ხნის წინ, გაურკველი მიზეზით, ქართული ენის მხარდაჭერა გააუქმა.
ამ უსამართლობის აღმოსაფხვრელად ერთ-ერთმა ახალგაზრდა მარკეტოლოგმა, ირაკლი ანთიძემ, სცადა გუგლისათვის ხმის მიწვდენა და Google-ს პეტიციით მიმართა.
"ნიუპოსტი" პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ყოველი ჩვენთაგანი, ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე იყენებს კომპანია გუგლის სერვისებს. მათი უმრავლესობა ხელმისაწვდომია საქართველოში, მათ შორის სერვისი, სახელწოდებით AdWords.
თუმცა, მისი გამოყენება ძალიან უცნაური გზით გახლავთ შესაძლებელი, შეგიძლია ხმა მიაწვდინო საქართველოს მოსახლეობას, ქართულად მოსაუბრე პირებს, თუმცა თავად რეკლამა ინგლისურად, ან სხვა რომელიმე ენაზე უნდა განვათავსოთ.
ჩვენ, მოვითხოვთ კომპანია გუგლმა პატივი სცეს ჩვენს უძველეს ენას და ასევე ჩვენს უძველეს ანბანს. დაგვრთეთ ნება სრულიად გამოვიყენოთ მშობლიური ენა.”
პეტიციაზე ხელის მოსაწერად ეწვიეთ ბმულს:
მასალის გამოყენების პირობები






