"აფთიაქში მოხუც პაპას წამლისთვის ფული არ ეყო... 14 წლის ბიჭი ეუბნება, ბაბუამ ფული მაჩუქა და სიკეთის გაკეთების უფლება მომეციო"
სოც.მედია - 10:52, 05 Jul, 2018     9303
უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში მოხუცის შესახებ წერს.

"ეს უნდა დამეწერა! აფთიაქში რიგში დგას დაახლოებით 14 წლის ბიჭი, წინ მოხუცი პაპა რომელმაც წამალი უკან დააბრუნა რადგან ფული არ ყოფნიდა და ამ დროს რა ხდება იცით?

ფარმაცევტიდან დაწყებული, ამ პატარა ვაჟკაცით დამთავრებული ყველამ ჭიდაობა დავიწყეთ რომ გადაგვეხადა წამლის ფული, სულ 27 ლარამდე იყო....

ეს პატარა კაცი ყველაზე მეტად აქტიურობდა და პაპას ეუბნებოდა ბაბუამ მაჩუქა ფული და სიკეთის გაკეთების უფლება მომეციო, ვიდექი ბედნიერებისგან გაღიმებული, ეს პაპა როდესღაც დამსახურებული პედაგოგი იყო, იყო კი არა არის, პირადად ჩემთვის სკოლის პედაგოგი მშობლისგან არაფრით არ განსხვავდება რადგან ცხოვრების საუკეთესო წლები სწორედ ამ შენობაში გადის!

სამწუხაროა რომ ამ პატარა კაცმა არ გადამაღებინა სურათი და მითხრა, რომ მეც დავბერდებიო და რა ვიცი როგორი სიბერე მექნებაო....

აი ეს ბავშვი, ასეთი მაგარი კაცი რომაა მისი მშობლების დამსახურებაა, ალბად ის არც მშობლებს არ ეტყვის არაფერს მაგრამ ის უკვე შემდგარი კაცია, ამიტომ ვამბობ კაცად იბადებიან ვერ გახდებიან!

ასევე ჟიპისის აფთიაქის ფარმაცევტი ძალიან მაგარი ადამიანია, რომელმაც მითხრა რომ მე არ მიჭირსო სტაჟის გამო ვმუშაობ და ხშირად ხელფასს აქ ვტოვებ იმდენი გაჭირვებული პენსიონერი შემოდისო....

ამდენს იცით რატომ ვწერ?

აი ესაა საქაეთველო!

აი ამას ვერ წაშლიან რაც არ უნდა გრანტები აბნიონ!

აი ასეთი საქართველო მიყვარს!

პაპა სახლამდე მივაცილეთ, სახლში ინვალიდი მეუღლე უცდიდა...

პაპას ცრემლიანი თვალები არასოდეს არ დამავიწყდება და მისი ლოცვა ჩვენთვის დღეს ვისაც მასთან შეხება გვქონდა ყველაფერს გვერჩივნა...

ეს ჩვენი საქართველოა!

ძალიან ნიჭიერი, კეთილი და მოსიყვარულე თაობა გვეზრდება და ცუდი ფაქტების გამო ყველას ერთმანეთთან ნუ გავაიგივებთ!

უბრალოდ ყველას თავისებური მიდგომა უნდა, თორემ ბოროტი ბავშვი არ არსებობს, ბოროტად საზოგდოება აყალიბებს ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა!" - წერს ინგა ბერიკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42