"მოსემ გუშინ საღამოს გამომიცხადა, მე თავისუფალ უნივერსიტეტში უნდა ვიარო, იქ მატარეო_ მერე დაფიქრდა_თუმცა დამოუკიდებლად ვივლი, როცა გავიზრდებიო... (გუშინ კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში წაიყვანეს სკოლიდან, საბუნებისმეტყველო მუზეუმი დაათვალიერეს და იყო აღფრთოვანებული).
მე კიდევ ვფიქრობ, რომ უკვე უნივერსიტეტში უნდა იაროს ბავშვმა, რავი, აბა ნახეთ ქვემოთ, როგორ წერს ბავშვის უფლებებზე:
არ ცემოთ ბავშვი, არ დაჩაგროთ!
როცა რამე ცუდს გააკეთებენ, არ ეჩხუბოთ, პირიქით_მიეცით მითითება.
ბავშვი რომ იყოს ბედნიერი, მიეცით თამაშის უფლება! უყიდეთ სათამაშოები, რაც თვითონ უნდა. თუ ბევრი ფული არ გაქვთ, მაშინ უყიდეთ იაფიანი რაღაცეები.
ხშირად ასწავლეთ რაღაც წესები!
ბავშვებს ხშირად მოეფერეთ, რა თქმა უნდა, თუ თვითონ მოწონთ. ღამისას მოუყევით პატარა ზღაპრები და ჩაურთეთ მშვიდი სიმღერები.
#ბავშვთაუფლებები #1ივნისი #ბავშვთადაცვისდღე #მოსე #გასათვალისწინებელირჩევები #newtonfreeschool #freeuni" - წერს მარიამი.
მასალის გამოყენების პირობები






