„გუშინდელ ცემის ფაქტთან დაკავშირებით გაირკვა შემდეგი:
რუსი ტურისტები აღნიშნავდნენ ესპანეთის გამარჯვებას ერთერთ ბარ-რესტორანში, სადაც ქართველი ახალგაზრდა შევიდა მეგობარ გოგონასთან ერთად. ცალკე მდგომი ორი მამაკაცი ბოლო ხმაზე გაჰკიოდა რასიას. ამ ქართველს ეტყობა ჯანი მოსდევს და უფიქრია გავატრაკებო. ჰოდა ამასაც დაუწყია ყვირილი “რასია ოკუპანტ“-ო. (მე რომ დამირეკეს მითხრეს, მაისურზე ეწერა და ამიტომ სცემესო) შემდეგ გაუქანა ერთ რუსს და...
აღმოჩნდა რომ ის რუსი მსოფლიო პრიზიორი ყოფილა კინბოქსში, ჰოდა ერთი დარტყმით მოცელა ადგილზე.
ახლა კარგად არის, ნუ მთლად ხაშლამას ვერ ღეჭავს მაგრამ რძეში დამბალი ორცხობილა ვაჭამეთ :)
კამერებმა გადაიღო ყველაფერი, თორე კი ვაპირებდი საერთაშორისო სკანდალის აწევას. თან დღეს თავად ანატოლიმაც მოინახულა და ბოდიში მოუხადა ;)
პ/ს ვახ მაინც რა ვართ ეს ქართველები კაცოო!!!“ - წერს სულაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






