"ისეთი ადამიანია, მესიჯის, ურთიერთობის დროს, საწოლში, სექსში იდეალურია" - ვინ არის თამო ვაშალომიძის შვილის მამა
სოც.მედია - 11:33, 03 Jul, 2018     12959
მოდელი თამო ვაშალომიძე ჟურნალ "თბილისელებთან" თავისი შვილის მამაზე საუბრობს.

როგორც თავად ამბობს, მან ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ მისი საყვარელი მამაკაცი ატყუებდა, რამაც ძალიან ატკინა გული.

“ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მეუღლეს შეურიგდა. მისი მეუღლე სახლში დამხვდა, ძიძამ დამირეკა: ერთი ქალბატონი გელოდებაო. რა თქმა უნდა, ვერ მივხვდი, ვინ იყო. „ფეისბუქში“ კი მყავდა ნანახი, რადგან როცა ადამიანი ცნობადია, გაინტერესებს, ათვალიერებ. თავად მიხვდა, რომ ბავშვი მისი ქმრის იყო. თმით თრევა არ ყოფილა, ჩამოყალიბებული ქალია, არ არის პატარა. ვისაუბრეთ. შემდეგ ვაჟბატონს დავურეკეთ ამერიკაში, შოკში ჩავარდა. არ მინდა ნერვები მოვიშალო, გავქექო რაღაცები... ჩემი პრობლემა ის არის, რომ არ გავარკვიე ყველაფერი, ვენდობოდი, არ ვაკონტროლებდი, რადგან ისედაც ნახევარზე მეტი არ იყო საქართველოში. ვიცოდი, რომ ცოლს გაშორებული იყო. თურმე, ერთი წლის წინ შერიგებულან. ძალიან მეტკინა გული, რადგან ადამიანი მიყვარს, სამი წელი გვქონდა ურთიერთობა. თან, ისეთი ადამიანია, მესიჯის, ურთიერთობის დროს, საწოლში, სექსში იდეალური იყო. სწორედ ისეთი, როგორიც ჩემს წარმოსახვაში: წარმატებული კარიერა, მოვლილი, რომ უყვარხარ, შენს მეგობრებს პატივს სცემს და უცებ ყველაფერი ინგრევა. ეს მაშინ გავიგე, როდესაც მისი ცოლი მოვიდა. ვუთხარი კიდეც, რომ არაფერი ვიცოდი და მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც სხვის ოჯახს ანგრევს. დღემდე შოკში ვარ ან ნიშნობის თემა რაში დასჭირდა, სოციალურ ქსელში ფოტო მაინც როგორ არ დადეს. ბევრი რამ არის ჯერ გასარკვევი. მეუბნება: დავბრუნდები, დავილაპარაკოთო. იძახის, ცოლს დავშორდებიო, მაგრამ იმდენად გულნატკენი ვარ, არ მინდა, მე ამას არ ვიმსახურებდი. იმდენად იდეალურ სიტუაციას ვუქმნიდი – ბიზნესმენია, რაღაც პრობლემების გამო ციხეში იჯდა და არ მინდოდა, ჩემ გამო ჟურნალისტებს მის ცხოვრებაში ექექათ. შევრიგდებით თუ არა, ეს უკვე ჟურნალისტებისთვის მკვდარი თემაა. როდესაც ჩვენ დავიწყეთ ურთიერთობა, არც მე ვფიქრობდი გათხოვებაზე, არც ის აპირებდა დაქორწინებას და ზედმეტი ვალდებულებების გარეშე იდეალურად ვგრძნობდით თავს. ამ ეტაპზე არ ვარ მშვიდად, ალბათ, დავმშვიდდები და შემდეგ ცივ გონებაზე გადავწყვეტთ ყველაფერს. ჩვენ ბოლომდე არ დავშორებულვართ, რადგან საერთო შვილი გვყავს” - აცხადებს თამო ვაშალომიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42