წლების წინ ორჯერ სცადე თავის მოკვლა. რატომ?
– როდესაც არასრულწლოვანი ხარ, ვერ მიდიხარ სახლიდან, ვერ ხედავ ვერაფერს, დგება რაღაც წუთი, როცა ერთდროულად ყველაფერი გროვებდა. თან მაშინ 13-14 წლის ვიყავი. იყო დედის თემა, ჩხუბი, ავდექი, თოკი ავიღე და ჩამოვეკიდე... გაწყდა თოკი. კიბით ავედი და მას შემდეგ, რაც კიბეს ფეხი ვკარი, აღარაფერი მახსოვს. მეზობლები ხმაზე მოვიდნენ. ძლიერად დავეცი, თან სიმაღლიდან. ძალიან ცუდად ვიყავი. დიდი ხნის განმავლობაში ხელს ვერ ვამოძრავებდი. ყელიც გაჭრილი მქონდა, ორი წელი მაინც მემჩნეოდა. იმ დროს ეკლესიაში მედავითნე ვიყავი, ჩემი მამაოც მოვატყუე. რთული იყოს ამის თქმა, რომ თვითმკვლელობა ვცადე. სარკეში რომ ჩავიხედე, მაშინ მივხვდი: ძალიან ცუდად მოვიქეცი. მივხვდი, რომ ასეთი ქმედებით ვერ უშველი იმ პრობლემას, რომელიც გაქვს. მთავარია დაელოდო, დამშვიდდე. ასეც მოვიქეცი და 2 წელიწადში წამოვედი სახლიდან. მაშინ ბავშვი ვიყავი, სკოლას ვამთავრებდი, პრობლემები მქონდა ოჯახში, გვერდში არავინ მედგა, შენ ხარ ყველაფერში დამნაშავეო... არის მომენტი, როდესაც ასეთი დრო დგება, ამიტომაც, როცა მსგავს რაღაცებს ვიგებ, არასდროს არავის განვიკითხავ.
– მეორედ რატომ სცადე თვითმკვლელობა?
– პირველი უფრო ადრე იყო, ეს უფრო იმიტომ გავაკეთე, რომ შემეშინებინა. თავის მოკვლა რომ მდომებოდა, 5-6 აბს არ დავლევდი, უფრო მეტს, ვერავინ გაიგებდა, დილით მნახავდნენ მკვდარს. ერთ ბიჭს მოვწონდი, ჩემს ოჯახსაც მოსწონდა, რადგან შეძლებული ბიჭი იყო. ნიშნობა გვქონდა, ბეჭდებით უნდა მოსულიყვნენ და შესაშინებლად გავაკეთე. დავლიე წამლები, დანარჩენი ძირს დავყარე, დამანებეს თავი და მერე იმ ბიჭმა მოიყვანა ცოლი, სახელად თამუნა" - ამბობს თამო ვაშალომიძე.
მასალის გამოყენების პირობები






