„აუ ახლა შეიძლება გავგიჟდე რაა!
მე და ხატიამ გადავწყვიტეთ ფეხით გავისეირნოთ ახალ პლეხანოვზე და მარჯანიშვილიდან აქამდე ლამის დავისიცხეთ. თავი დავიმშვიდეთ იმით, რომ იქნებ დასცხეს პატარა გოგოს და ამ გზით მაინც გამოძვრეს ვეძებთ სიგრილეს.
ჰოდა შვიდზე მეტ კაფეში შევედით, სადაც ბოლი ასდის ოთახებს! ვეკითხებით: რატომ ცხელა და იი ახლავე ჩაგირთავთ... ეს არის პასუხი. ზოგმა ჩართვაც არ იცის, 28 გრადუსზეა ჩართული და მოუმატეთ სიცივესთქო რომ ვთხოვთ უმატებენ და 30 გრადუსზე გვირთავენ
ერთმა ქალმა ისიც გვითხრა, საღამოს მოდი და დაგხვდებათ სიცივეო. მანამდე საუნაა და ანუ ღამე ხდება ბარი. ახლა შევეკედლეთ ერთ მათგანს, სადაც ოდნავ უფრო გრილა და ბედნიერად ვღეჭავთ ცივ ყავაში გაუხსნელ ყავის ნამცეცებს და ვახრაშუნებთ დედააფეთქებულ ყინულებს. დედას გეფიცებუთ ათი წლის ცოტნე თუ უფრო მაგარ ყავას აკეთებს.
ხალხო რა მარშუტკაში კონდიცირება, საუბარია ადგილებზე, სადაც სამ ყლუპ ექსპრესოში 6 ლარს ვიხდი და ნაყინიან ცივ ყავაში 12+ ლარს. და 40 გრადუს სიცხეში კონდიციონერს არ რთავენ და ოფლით სახედაცვარული პერსონალი გვემსახურებიან, ნორმალურია ახლა ამათი მენეჯერები?
გავგიჟდი, ეს რა უბედურებაა იბიომაწ!“- წერს გურამ შეროზია
მასალის გამოყენების პირობები






