"წვალობდა და ტანჯვა შევუმსუბუქე" - რა ვერსიაზე საუბრობს 82 წლის დის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი
შემთხვევა - 13:08, 02 Jul, 2018     1201
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებ 80 წლის რ. თავაძეს, გამოძიება მასთან ერთად მცხოვრები 82 წლის დის მკვლელობას ედავება.

მიუხედავადე იმისა, რომ მოხუცი ქალბატონის მკვლელობა სავარაუდოდ ერთი თვის წინ მოხდა, მომხდარი ცნობილი მხოლოდ გუშინ გახდა.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობა ჩაქუჩის თავში ჩარტყმით მოხდა, ხოლო მკვლელობის შემდეგ, მკვლელმა მოკლული საკუთარ ბოსტანში დამარხა.

მოხუცი და-ძმა სახლში მარტო ცხოვრობდნენ.

"გურიის მოამბემ" კომენტარი მომხდართან დაკავშირებით ბრალდებულის ადვოკატს, დავით მამალაძეს სთხოვა"

"ჩემი ვარაუდით აშკარად გვაქვს საქმე ფსიქიკურ პრობლემასთან, მაგრამ ეს ფსიქიკური პრობლემა, მისი მტკიცებით გამოწვეულია სოციალური სიდუხჭირით. სოციალური პრობლემა მარტო იმით არ გვარდება, ბანკში ანგარიშებზე ფული გქონდეთ, სოციალური პრობლემაა როცა შვილები საზღვარგარეთ არიან და ოჯახებში მოხუცებულები ცხოვრობენ მარტო. რატომ გაიქცა შვილები? იმიტომ, რომ აქ ვერ დაიმკვიდრეს ადგილი. რ. თავაძე საზოგადოებაში ძალიან დაფასებული კაცი იყო, პარტიის იდეოლოგიური მდივანი რაიკომში, შემდეგ მოქალაქეთა კავშირის დამფუძნებელი, ასაკმა არ შეუწყო ხელი თუ არა "ნაციონალებისა" და "ოცნების" ლიდერიც იქნებოდა. როცა ვკითხე, რატომ მოკალით-მეთქი, მიპასუხა, კვდებოდა და დავეხმარე რომ ტანჯვა შემემსუბუქებინა მისთვისო. ვკითხე, რატომ დამარხე ეზოში, სამძიმარი მიგეღო და როგორც წესია ისე დაგეკრძალა-მეთქი და მიპასუხა, არ მინდოდა შვილები შემეწუხებინა და ხარჯები ენახათო. ეს შეცდომა კი დავუშვიო, ბოსტანში არ უნდა დამემარხა, სასაფლაოზე უნდა წამეღო გვამიო-ამბობს ბრალდებული" - გვითხრა დავით მამალაძემ.

ბრალდებულს გამოძიება ოფიციალურად ბრალს დღეს წაუყენებს, ხოლო ბრალის წაყენებიდან 24 საათში ოზურგეთის რაიონული სასამართლო განსაზღვრავს ბრალდებულისათვის გამოძიების დასრულებამდე რა ზომას შეუფარდებს. წინასწარ პატიმრობას თუ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, გამოძიების დასრულებამდე გაუსვლელობის ხელწერილით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42