“კითხვა მაქვს! მოკლედ, ჩემი ახლობელი გოგო გათხოვდა მეორედ. პირველი ქმარი 9 წელია ძებნილია, ვლადიკავკაზში ცხოვრობს და მეორე ცოლ- შვილი ჰყავს, პირველი ცოლ- შვილით არასოდეს დაინტერესებულა, თუმცა ფორმალურად დღესაც რეგისტრირებული ცოლ-ქმარი არიან. ახლა გათხოვდა ეს გოგო, ბედნიერია, გააჩინა შვილი და აქ იწყება პრობლემა. ღუდუშაურიდან ახალშობილს არ ატანენ. პირველი ქმრის თანხმობა გვინდაო,რომ მისი შვილი არააო სკაიპით ჩაერთოს და თანხმობა თქვასო. კანონია ასეთიო. ამ გოგოს სასამართლოში დაწყებული აქვს განქორწინების პროცედურა, მაგრამ ჯერ დასრულებული არაა. ხოდა ახლა ბავშვი რჩება სამშობიაროში ( შვიდთვიანი დაიბადა, ხვალ პალატაში გადაიყვანენ. ის კაცი არასოდეს გამოჩნდება, ძებნლია და რას ვშვრებით ასეთ დროს? p.s. ხო კიდევ, ხვალიდან ბავშვს პალატაში გადაიყვანენ და ყოველდღიურად, სანამ არ გაიყვანენ, სოლიდური თანხა უნდა გადაიხადოს ოჯახმა)). ახლა მაინტერესებს ყველასგან, ვისაც ეს ეხება, გულთგონთხართა??”- წერს ნანა ლეჟავა.
მასალის გამოყენების პირობები






