"მრევლს ცალკე უნდა უგორო კოჭები, ლამბერსექსუალებს ცალკე..."- რომან გოცირიძე ამომრჩევლებს წვერის გაპარსვისკენ მოუწოდებს
სოც.მედია - 12:46, 29 Jun, 2018     1719
მამაკაცის მოდის კონტექსტში რომან გოცირიძე უმცირესობა-უმრავლესობის გემოვნებაზე და პოლიტიკოსის მიერ ბალანსის დაცვაზე ფეისბუკსტატუსს აქვეყნებს:


"ასპროცენტიან უწვერო საზოგადოებაში, ვიღაცებს მოუვიდათ აზრად, რომ მოეშვათ წვერები და ამით საკუთარი ინდივიდუალობისთვის გაესვათ ხაზი. მერე მიბაძვით ეს გახდა მოდა და ახლა ასპროცენტიან გაწვერიანებულ საზოგადოებაში უნდა ველოდოთ, რომ ვიღაცები გადაწყვეტენ, რომ წვერები გაიპარსონ და ამით საკუთარ ინდივიდუალობას გაუსვან ხაზი. მერე მიბაძვით ეს გახდება მოდა და დამთავრდება ქართული მამაკაცური მოდის მოჯახედური პერიოდი.
ათიდან ცხრა მამაკაც ამომრჩეველს პოლიტიკოსი გულს რომ ატკენს, ის რა პოლიტიკოსიაო, იტყვის მავანი.
მრევლს ცალკე უნდა უგორო კოჭები, ლამბერსექსუალებს ცალკე, ლუდი რომ ღვინოს ურჩევნია და პირიქით, იმათაც. სუბსიდირების მომხრეები უმრავლესობაში რომ არიან და აგერ ბიტკოინმოყვარულებიც რომ გაჩნდნენ უმცირესობაში, ესეც მხედველობაშია მისაღები. უმცირესობა-უმრავლესობის ამბავი ხომ მთლად მძიმედ ქართულია-17 მაისს ან ტაბურეტკას უნდა შეუშვირო თავი ან ტაბურეტკიანს უნდა მოცხო ტაბურეტკა.
ზოგს მესი მოსწონს და ზოგს რონალდუ და მე, ესპანეთის და ბელგიის გულშემატკივარი რომ ვარ ამ ჩემპიონატში, როგორ გამოვყო თავი ტრადიციულად სამხრეთამერიკული ფეხბურთის მოყვარულ ქართველობაში?
მოკლედ, ბალანსი თუ ვერ დაიჭირე, ისე რა გესაქმება პოლიტიკაში?!
”იარე შენი გზით და დაე ადამიანებმა რაც უნდა თქვან”!-ბრძანებს დიდი დანტე ალიგიერი და მეც ამ სიტყვებით გამხნევებული კვლავ ვამბობ: გაიპარსეთ წვერი ახალგაზრდა ამომრჩევლებო!
(მაინც დაბალანსებული მოწოდება).
ეს ფეისბუკიც რომ ჩამორჩება ხოლმე? სადაა წვერმოშვებული კაცის სტიკერი?"- წერს რომან გოცირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42