საუკეთესო ქართული რომანის ავტორი აფხაზეთის დროშიანი მაისურით - როგორ ახსნა თავისი ქმედება ზურაბ ჯიშკარიანმა
სოც.მედია - 12:01, 29 Jun, 2018     4352
27 ივნისს ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი"​ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. საუკეთესო ქართული რომანის ავტორებად ლაშა ბუღაძე რომანით "პატარა ქვეყანა" და ზურაბ ჯიშკარიანი რომანით "საღეჭი განთიადები: უშაქროდ". სოციალურ ქსელში ყველაზე დიდი გამოხმაურება არა მწერლებსა და მათ ნაწარმოებებს, არამედ ზურაბ ჯიშკარიანის მაისურს ხვდა წილად. მწერალის მაისურზე ოკუპირებული აფხაზეთის დროშა იყო გამოსახული.


საზოგადოების ნაწილმა ზურაბ ჯიშკარიანი მწვავედ გააკრიტიკა, მათი თქმით, ამ საქციელით მან მხარდაჭერა გამოუცხადა ოკუპანტებს და სეპარატისტებს. თუმცა სულ სხვა ახსნა აქვს თავად ზურაბ ჯიშკარიანს და ამაში მას თანამოაზრეებიც გამოუჩნდნენ.

“მაისურზე:

МШЫБЗИА!

ასეთი იყო ჩემი სამყარო 9წლის ასაკში. ჩემს წინ აფეთქებული კორპუსიც მახსოვს და ბრმა ტყვიით მოკლული ბავშვიც. 12-ისკენ იმდენი ტრუპი,ცეცხლი,ტყვია,ატირებული ხალხი და გვამი მქონდა ნანახი რამდენი სათამაშოც არ მქონია ან მულტფილმი ნანახი. ამ ომის შემდეგაა 10-ზე მეტი ბინა რო გამოვიცვალე,ზოგში ხან გატეხილი ფანჯრიდან თოვლი შემოდიოდა, ზოგში ისე ციოდა ნათხოვარი ქურთუკებით გვეძინა და მაინც არ ათბობდა..ptsd-იც ამკიდა ამ ომმა და დღემდე შიგადაშიგ კოშმარებით ვიღვიძებ და ყვირილით..მამაჩემიც იბრძოდა, იმათ წინააღმდეგ ვისთან ერთადაც გაიზარდა სოხუმში..ჩემი ნათესავებიც დაიღუპნენ ამ ომში. ამიტომ ნუ მასწავლით "აფხაზეთის ტკივილს" და ვისაც ეს აფხაზეთი ტელევიზორიდან გაქვთ ნანახი და იქიდან გტკივათ და სისხლს ითხოვთ - ცოტა ხანი გვერდზე გაიწიეთ.

კიდე უფრო იქეთ გადაიწიეთ ის ხალხი, ვისაც აფხაზეთის დაბრუნება წარმოუდგენია რო ჩვენი არმია შედის აფხაზეთში, ხოცავს აფხაზების 80%-ს, დანარჩენ 20-ს რეზერვაციაში ათავსებს და ამას ეძახის გამარჯვებას. ეს არაა გამარჯვება, ეს გენოციდის გეგმაა, რასაც ამდენი ხანი გვტენიდა ჩვენი სახელმწიფო, რომელიც იკვებებოდა ჩვენი ტკივილებით და თითქოს სალბუნად ედებოდა ჩვენს სიბრაზეს და სასოწარკვეთას.ჩვენ უარი უნდა ვთქვათ შურისძიების წყურვილზე!

ეხლა იმ ხალხს მივმართავ, ვინც ეს და უარესები გადაიტანა - ომში გამარჯვებულები არ არიან!!! მანდ ყველამ წააგო! გაიხსენეთ შიმშილში გადატანილი ღამეები და გაგახსენდებათ, შეხედეთ ეხლანდელ დანგრეულ სოხუმს და ნახავთ.. ორივემ წააგო.

და ალბათ თქვენ ყველაზე მეტად უნდა გესმოდეთ რომ სინამდვილეში ჩვენი მტერი აფხაზი ერი კი არაა, ჩვენი მტერი - რუსეთია! რუსეთს აწყობს შუღლი ჩვენს ერებს შორის და ყველა ის ფაშისტი (აფხაზეთის მხრიდანაც და საქართველოც მხრიდანაც ) ვინც ამ შუღლს ცეცლხს უნთებს - რუსეთის ინტერესებს უფრო ამაგრებს, ვიდრე სიტუაციას აიასნებს ჩვენს შორის.(მეც მახსოვს როგორ ვოცნებობდი ბევრი წელი როგორ შევვარდები სოხუმში და "დავხოცავ აფხაზებს" და ა.შ.) ;//

აი, ეხლაც ვიყურები წარსულში , ვხედავ ამ ნახატს და ძალადობის მეტს ვერაფერს ვხედავ და სადმე თუ არ გავჩერდით ეს ძალადობა არასდროს დამთავრდება. მე ვაღიარებ რომ ეს ერი არსებობს! ეს ენა არსებობს! და ეს დროშაც რაც აქვთ არსებობს და იარსებებს! და როცა მინდა რო მომავალში გავიხედო არ მინდა ისევ ეს ნახატი ჩანდეს მომავალში -- მინდა რო მომავალში დავინახო თანაარსებობა.

ეს მაისური ჩემმა ეროვნებით აფხაზმა მეგობარმა მაჩუქა, პატივისცემით და სიყვარულით,და ხშირად მაცვია ხოლმე.თუგვინდა თანაარსებობა ჩვენც უნდა ჩავიცვათ აფხაზური მაისურები და ვისწავლოთ აფხაზური ენა, ისევე როგორც მათ უნდა ჩაიცვან ჩვენები და ისწავლონ ჩვენი ენა. რო ისევ რუსულად რო მოგვიწიოს ერთმანეთში საუბარი.

ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ეს ტესტია: სისხლი გვწყურია თუ სიყვარული?

ვიცი, რო ყველაზე რთული გადასაგორებელია ის სისხლი რაც მაშინ დაიღვარა, მაგრამ სისხლი სისხლის წილ პრინციპით ეს პრობლემა არასოდეს მოგვარდება.შურისძიების შეგრძნება გვაბრმავებს და ხელს გვიშლის აფხაზში ადამიანი დავინახოთ.. ხო მე ვუწვდი ხელს და სალამს ვეუბნები ჩემს ნაცნობებს და ნათესავებს იქეთ მხარეს და ველოდები იგივეს მათგან!

ძაანკარგს შვება ჩვენი ქვეყანა რომ აფხაზებს უფასო მკურნალობას სთავაზობს, ყოველწლიურად ასობით აფხაზი ჩამოდის სამკურნალოდ ამ ქვეყანაში. და კი, ჩემი ოცნება შეიძლება ფუტურისტული და აუხდენელია მარა ევროკავშირის მაგვარი კონფედერაციაა.(რაც ასე არ აწყობთ რუსებს და ქართველ და აფხაზ ნაციონალისტებს,რომლებსაც ისევ სისხლი უნდათ. სისხლი არასოდეს არაა პრობლემა, უმარტივესი რამეა, დაღვრი ორ წამში, სინამდვილეში რთული და ადამიანური ისააა რომ მომავლისკენ გაიხედო და თუნდაც ყოფილ მტერში ადამიანური იპოვო)

ისევ სისხლი თუ ახალი სალამი?

ჩვენ გვინდა მშბზია ვცადოთ და გამარჯობა გავიგონოთ პასუხად.

One Love! #LegalizeAbkhazia West Side Till I Die!

------------

p.s. განსაკუთრებით ბრმა ცინიზმი მგონია ამ მაისურით ასეთი მასიური აღშფოთება და "აფხაზეთის ტკივილი", როცა შენივე დევნილები საშინელ დღეში ცხოვრობენ შენივე ქვეყანაში და კიდე უამრავი სხვა პრობლემაა გარშემო..ამდენი დაშეარება რომელიმე მათგანს მაინც რო ქონდეს ერთი ადამიანი მაინც იქნებოდა უკეთესად ალბათ.. “- წერს ზურაბ ჯიშკარიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42