„ამჯერად ჩემს ფეხებზე არ ვწერ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიანაც მიყვარს ჩემიფეხებიც და ჩემსფეხებზე წერაც.
ამჯერად სანდლებზე ვწერ. ვითომ რა დიდი საქმე სანდლებზე წერა. რა სანდლები, რის სანდლები, რისთვის მომცლია. მაგრამ ეგების ამ სანდლებს. ისტორია რომ აქვს, ამიტომ.
ერთი წელი გავიდა, რაც ნავთლუღის მეორადებიდან წამოვიყვანე. უკვე კარგად გაცვეთილი იყო. ეტყობოდა, ბევრი ემსახურა წინა პატრონსაც. ცალსახად გემრიელად ატარებდა იმასაც ფეხისგულზედ ისევე, როგორც მე. არ მომშორებია მთელი სომხეთი, ირანი, ინდოეთი, კამბოჯა და ტაილანდი. თავისებური ნიშანიც დამასვა - ზებრა ფეხები :)))
აგერ მეორე ზაფხულიც დაიწყო და ამოვიცვი ისევ ეს ტკბილქალამანა. ერთი საბედისწერო გახდა იყო ოუფენ ეარზე, ფეხშიშველმა რომ დავაპირე სირბილი. რომ მივაკითხე, მხოლოდ ეს ცალი დამხვდა. ცალი სანდალი. ცოტა ვეძებე, ცოტა გული დამწყდა, ცოტა ჩემი ფეხებიც შემეცოდა უამათოდ. რაღას ვიზამდი. გავითავისე, რომ ის მეორე წავიდა ახალ მოგზაურობაში. ეს ცალი კი ახლებურ ცხოვრებას დაიწყებს ჩემს სხვა რელიქვიებთან ერთად“- წერს მარიამ საჯაია.
მასალის გამოყენების პირობები






