„აღარ მჯერა რომ ეს კაცი შემთხვევით გადამეკიდა“ - მოძალადე მამკაცმა ინგა გრიგოლიას ღია ნომრით, ფსიქიატრიული კლინიკიდან დაურეკა
სოც.მედია - 13:07, 28 Jun, 2018     10498
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ მამაკაცმა, რომელიც მისი ადევნების ბრალდებით დააკავეს ღია ნომრიდან, ფსიქატრიულიდან დაურეკა.

ინგა გრიგოლიას თქმით, აღნიშნული პირი მოგზავნილია. ჟურნალისტი მომხდარს მის საქმიოანობას უკავშირებს.

“მოგიყვეთ, როგორ მიცავს ჩემი სახელმწიფო? მას მერე,რაც ამდენი ტანჯვა გავიარე, რომ მოძალადე მანიაკი დაეკავებინათ, რომელიც სახლის კარის შემომტვრევით მემუქრებოდა. დღეს ამ კაცმა ღია ნომრიდან ისევ დამირეკა! აი,ამ ნომრიდან დამირეკა,რომელიც დევს სტატუსის ქვეშ, ფსიქიატრიულის ვიღაც თანამშრომლის ნომრიდან. როდესაც ადვოკატმა დარეკა პროკურატურაში ამ ამბის გასაპროტესტებლად, პროკურატურამ უთხრა,რომ თურმე ამდენი ხანი არ გადაუგზავნიათ დადგენილება თუ მოთხოვნა,რომ მოძალადეს ზარების უფლება ჰქონოდა შეზღუდული. დავიჯერო დაავიწყდა პროკურატურას ამ ზარების უფლების ოფიციალურად შეზღუდვა? არ მჯერა. უნდოდათ და არ გადააგზავნეს,უნდოდათ ჩემზე ზემოქმედებისთვის და არ შეუზღუდეს მოძალადეს მსხვერპლთან ზარების უფლება.

აი, ასე მიცავს სახელმწიფო. არც ერთი წამით აღარ მჯერა, რომ ეს კაცი შემთხვევით გადამეკიდა.

გუშინწინ მქონდა ძალიან მძიმე გადაცემა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე, პროკურატურის მძაფრი კრიტიკით და დღეს უცებ დაარეკინეს ფსიქიატრიულიდან ამ მანიაკს და დღეს პროკურატურა ამბობს, რომ თურმე აქამდე ზარების შეზღუდვა არ აუკრძალავთ მანიაკისთვის. ზუსტად ასევე საეჭვოდ დაემთხვა, როცა ხორავას საქმეზე ქალაქის პროკურორი მყავდა პირდაპირ ეთერში და მძიმე ინტერვიუ მქონდა ბავშვების მკვლელობის გამოძიებაზე, ამ ინტერვიუდან მეორე დღეს პროკურატურის მოთხოვნით მომიწყეს ის ცნობილი ცირკი ფსიქიატრიულ ექსპერტიზაში.

დღეიდან არც ერთი წამით აღარ მჯერა, რომ ეს მანიაკი მოგზავნილი არაა ჩემზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის. ეხლა დავწერ პირდაპირ-თუ მოხდება ისე, რომ ამ მანიაკის წყალობით რამე მომივა,მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ სახელმწიფოს. კადრებით შანტაჟის თემა,იმ ეტაპზე მოვიგეთ და ამასაც მოვიგებ. ჩემი იარაღია სიტყვა, ხოდა სიტყვით ვიბრძოლებ. ქალებზე ძალადობას ებრძვიან არა ის.....ზღაპრები მოუყვნენ მათ,ვისაც ამ ზღაპრების სჯერა. მადლობა ყურადღებისთვის!“- წერს ჟურნალისტი.

შენიშვნა: ფოტოს თავად ინგა გრიგოლია ავრცელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42