"მინდა გადარჩეს და თუნდაც ნურასდროს მოაგონდეს პატარა, სულელი, ცისფერთვალება გოგონა კლინიკიდან!"
სოც.მედია - 18:46, 26 Jun, 2018     13943
მოყვარული დიზაინერი თინათინ თევდორაძე სოციალურ ქსელში მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„ვინ არის პიკასო ჩემი...

სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიქნებოდი. პრაქტიკას ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გავდიოდი და ჩემი გვარის ტრადიციის გამგრძელებლად ამაყად დავფრიალებდი თეთრი ხალათით... მახსოვს, ერთ დღეს დერეფანში გია როინიშვილს შევხვდი და მოწიწებით მივესალმე. თურმე იმ დღეს მარიამ როინიშვილს აპენდექტომია (ბრმა ნაწლავის ოპერაცია) უტარდებოდა. იმ დღიდან მოყოლებული რამდენიმე დღე უწყვეტ ნაკადად მარიამისა და მისი ოჯახის, სხვადასხვა თაობის ვარსკვლავი მეგობრები მრავლად მხვდებოდნენ კლინიკაში. ვუღიმოდი, ვესალმებოდი და ვცდილობდი მათ მიმართ ჩემი სიმპათია მოკრძალებულად გამომეხატა. ერთ მშვენიერ დილასაც ცარიელ დერეფანში პირისპირ აჩი ფურცელაძეს და პიკასოს შევეჩეხე. ვისაც „ქუჩის ბიჭები“ ჰყვარებია, ადვილად მიხვდება რა რეაქციაც მექნებოდა - წამით გავშეშდი და ალბათ გავწითლდი კიდეც. პოპულარობის ზენიტში მყოფს გულწრფელად გაეღიმა და მომაჩერდა, მე კი თავდახრილმა გიჟივით ჩავუქროლე, აღარც მახსოვს სად შევვარდი და უკან მოვიხედე (თითქოს ვინმე მომსდევდა). გული ყელში მომებჯინა და საკუთარ თავზე გავბრაზდი, მივსალმებოდი მაინცთქო...

.....

სამუშაო დღის ბოლოს, სახლში წასვლამდე საავადმყოფოს სასადილოში ჩაის დასალევად შევიარე. ნაცნობების სიმრავლის მიუხედავად, დაღლილი ცარიელ მაგიდასთან დავჯექი და ჭიქაში ჩაის პაკეტის წვალებით ვიყავი გართული რომ კარებში პიკასო დავინახე, იღიმოდა და ოქროს თევზივით ბრჭყვიალებდა. მაშინვე ყველას ყურადღება მიიქცია. აჩოჩქოლდა სასადილო. არ ვიცი უბრალოდ მოსწყურდა თუ დამინახა და შემომყვა, მაგრამ ისე დავიბენი, რომ წამოვხტი და ჩემი ჭიქიანად სხვა მაგიდისკენ გავქანდი, მძიმე რკინის სკამი ხმაურით მივახრიგინე და გაოგნებულ კურსელებს შორის ( შესასვლელისკენ ზურგით) გაფითრებული დავჯექი.... ვერ ვხედავდი სალარომდე მივიდა თუ არა, თუ გატრიალდა და წავიდა, მაგრამ მას მერე ბავშვურად მეგონა, რომ ქუჩის ბიჭების ყველა სიმღერაში სუუულ მცირედი ნაწილი ჩემთვის იყო...

....

მინდა გადარჩეს და თუნდაც ნურასდროს მოაგონდეს პატარა, სულელი, ცისფერთვალება გოგონა კლინიკიდან!“- წერს დიზაინერი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42