"წამის მეასედში ვიფიქრე, რომ ამ უცხოელს შუაზე გაგლეჯდნენ..."- რას ჰყვება თვითმხილველი ისანში მომხდარ დაპირისპირებაზე
სოც.მედია - 15:15, 26 Jun, 2018     3064

ისნის რაიონში წუხელ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესა და ორ უცხოელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ტვ პირველის თანამშრომელი ნენე დალაქიშვილიც, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით პოლიციაში გამოკითხვაზეც იმყოფებოდა. გუშინ მომხდარი ინციდენტის დეტალებზე ნენე დალაქიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„წუხელ, დაახლოებით თერთმეტ საათზე "ნიკორადან" გამოვდიოდი, ჩხუბს რომ შევესწარი.

ერთი უცხოელი და რამდენიმე ადგილობრივი ერთმანეთს ურტყამდა და აგინებდა. მეორე უცხოელი მათ გაშველებას ცდილობდა. დავრეკე პატრულში.

ჩხუბის დაწყებას არ შევსწრებივარ. შესაბამისად, მიზეზიც არ ვიცი.

იყო გამიშვი - გამატარე და წიოკი. უცხოელი ხელს თვალზე იკიდებდა (მოგვიანებით ვნახე, რომ უპე დასისხლიანებული ჰქონდა).

მეორე უცხოელი, რომელიც აშველებდა და სავარაუდოდ ნასვამი მეგობრის ადგილიდან გარიდებას ცდილობდა, ქართულად ამბობდა, რომ ინგლისურის მასწავლებელი იყო და 6 წელია საქართველოში ცხოვრობს. მოწინააღმდეგე მხარე პერიოდულად უყვიროდა, რომ ეს საქართველოა და ამათ საკუთარ ქვეყანაში უნდა გ... ვან.

ჩხუბის მესამე სერია მას მერე დაიწყო, რაც გამშველებელმა მისი მეგობარი თითქოს ადგილს გაარიდა, მაგრამ ერთმანეთის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები კვლავ გრძელდებოდა. ჩავთვალე, რომ ყველაფერი დასრულდა. გადავწყვიტე, პატრულის მოსვლას დავლოდებოდი და მეთქვა, რომ მე გამოვიძახე და შესაბამის საბუთზე ხელი მომეწერა.

ამასობაში, მოჩხუბრებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და ისევ დაიწყეს ერთმანეთის გინება.(ერთმანეთისგან მოშორებით იდგნენ) გამშველებელი უცხოელი ისევ ცდილობდა სავარაუდოდ ნასვამი მეგობრის ადგილიდან გარიდებას.

დავინახე, ამ სავარაუდოდ ნასვამმა უცხოელმა როგორ აიღო სამშენებლო ბლოკის მაგვარი რაღაცა და მოწინააღმდეგეების მიმართულებით ისროლა. საგანი სავარაუდოდ მოხვდა ერთ ადგილობრივს ფეხზე.

წამის მეასედში ვიფიქრე, რომ ამ უცხოელს შუაზე გაგლეჯდნენ.

დაახლოებით 5-8 ადამიანი გამოიქცა მისკენ გინებით.

წააქციეს მისი თანმხლები, გამშველებელი და რომელიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა ის უცხოელი და წიხლებით შედგნენ. ურტყამდნენ გამეტებით და დაუნდობლად. შევეცადე გაშველებას - ვერაფერს გავხდი. ისევ პატრულში დავრეკე და ამასობაში მოვიდნენ კიდეც.

აღმოჩნდა, რომ უბნისთვის შეუფერებელი საქციელი ჩავიდინე, პატრულში რომ დავრეკე. ვიღაცა ტიპები მეუბნებოდნენ, რომ ვარ ირმა ნადირაშვილის (მეზობლები ვყოფილვართ) მონა, "ტაბულას" ჟურნალისტი, რომელსაც ირმამ დაურეკა და ახალი გრანტის მოლოდინში წიოკის ატეხვა დაავალა.

უკვე მერამდენე საათია, სოციალური ქსელით და პირად საუბრებშიც (წეღან გარეთ ვიყავი გასული) მაბრალებენ, რომ საწყალ ბიჭებს ვღუპავ და რომ ქართველები უნდა დავიცვა (ოღონდ ვერ ვხვდები რისგან). რომ ჯერ სამშობლოა მთავარი და მერე ვიღაცა გადამთიელები. რომ პატრულში არ უნდა დამერეკა.

დამათრევენ ფეისბუქის კედლებზე და ვირტუალურ აუტოდაფეს მიწყობენ.

ცოტა გაოგნებული ვარ - მე ის გავაკეთე, რაც კანონმორჩილი მოქალაქის ვალია - დავინახე უმოწყალო ცემა-ტყეპა და პოლიცია გამოვიძახე. მტყუან-მართლის გარჩევა მათი პრეროგატივაა და არა ჩემი.

ვიმედოვნებ, რომ კანონის ძალით დაისჯება ყველა დამნაშავე, მიუხედავად მისი ეთნიკური წარმომავლობისა.

ის რომ , "ბიჭებს ვღუპავ", არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი და ჩემი დადანაშაულება,სხვისი დანაშაულის გადაფარვის მცდელობა.

არანაირ მორალურ პასუხისმგებლობას არ განვიცდი, რომ პოლიციაში დავრეკე და იმდენ ადამიანში მგონი ერთადერთი აღმოვჩნდი, ვინც ეს გააკეთა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

ჯერჯერობით ვაგრძელებ ამ უბანში ცხოვრებას( მიუხედავად იმისა, რომ ისე მიყურებენ, როგორც ლენინი ბურჟუაზიას) და თავზე ბუზსაც ვერავინ ამიფრენს. თუ დააპირებენ, ვიმოქმედებ კანონის შესაბამისად.

აქვე მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული რეაგირებისთვის.

წუხელ მე ვნახე კანონმორჩილი და მოქალაქეებზე ორიენტირებული პოლიციელები.

პ.ს. ჩემი ჩვენება დევს საქმეში და ვისაც გაუხარდება, გაეცნოს. იქაც იგივე მიწერია, რაც აქ.

პ.ს.ს. პატრული იყო ძალიან მობილიზებული და მიუკერძოებელი.“- წერს ნენე დალაქიშვილი.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42