„რამდენიმე წუთის წინ 15 წლის გოგონა, ლეონიძის ქუჩის 8 ნომერში არსებული კარაოკე ბარიდან გათიშული გადაიყვანეს ინგოროყვას კლინიკაში. ნახევარი საათი ველოდით სასწრაფოს, ბავშვი ქუჩაში გვყავდა სკამზე, მისი მეგობრები გვიმტკიცებდნენ არაყი დალიაო და ცდილობდნენ ტაქსით წაეყვანათ, მაგრამ ხალხმა არ დაანება და სასწრაფოს ველოდით. წყალი ვასვით, გული აერია, მაგრამ გონზე ვერ მოვიყვანეთ. როგორც იქნა მოვიდა სასწრაფო. ახლა მის ამხანაგებთან მოგვიწია გარკვევა, სად იყვნენ ბავშვის მშობლები, რომ შეგვეტყობინებინა.მაგრამ ბავშვები არ ტყდებოდნენ. ბოლოს მგონი დარეკეს და ერთი მეგობარიც გაჰყვა საავადმყოფოში. კარგი, ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, ევროპა გვინდაო, გართობის ბიზნესი ხელშეუხებელიაო (რატომ?), მაგრამ რომელ ქვეყანაშია, რომ ალკოჰოლს 15-16 წლის ბავშვებს ბარში აძლევდნენ? ამერიკაში მგონი 21 წლიდან შეიძლება, ბრიტანეთშიც.. აქ რატომ შეიძლება ყველაფერი უბედურება, გამაგებინეთ და მერე ილაპარაკეთ ტურიზმზე და რესტორნებზე. იქ ყველა ჩიოდა, ალბათ სხვა რამ დაალევინეს, ბიო ექნება მიღებულიო. არ გამოვრიცხავ, მაგრამ 15 წლის ბავშვს, თან გოგონას, არაყიც მოუღებს ბოლოს,ვისკიც და კონიაკიც. რატომ ღუპავთ ბავშვებს, რატომ? არ გაძღა თქვენი მუცელი, ღორებო. ამ ასაკობრივ რეგულაციას რაღა უდგას წინ, გამაგებინეთ??? თბილისის მერია / Tbilisi City Hall, შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პარლამენტი.. ღმერთო გადაარჩინე, საცოდავი დაბნეული ღლაპი, ცუდ დროს დაიბადა, პატრონი როგორ უშვებს ასე უკონტროლოდ ღამის ბარში, ესეც ხომ საოცარია.. მერე ვიღაც ბავშვი მოკვდება, მერე ვიღაც ბავშვს გარჩევების დროს მოკლავენ და მხოლოდ მაშინ ატყდება ამბავი.. მანამდე პრევენციას რა უშლის ხელს? შვილები და შვილიშვილები არ გყავთ? ხომ ხვდებით, რომ არც ისინი არიან დაცულები.. არაფრით, ვერ დაიცავთ, ეს ხომ გავიარეთ და ხედავთ.“- წერს მანანა იაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






