თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი ტაქსმა შავი ზღვის ნაცვლად თბილისის ზღვაზე დატოვა და 200 დოლარი გამოსძალა
შემთხვევა - 14:23, 25 Jun, 2018     28227
როგორ სძალავენ ფულს უცხოელ ტურისტებს საქართველოში? ამის შესახებ სტატიას გაზეთი "პრაიმტაიმი" აქვეყნებს.

„მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ უცხოელ ტურისტებს თაღლითური გზით ფულს სძალავენ, როგორც კლუბებსა და ბარებში, ასევე ტაქსის მძღოლებიც.

მაგალითად, ბურჯანაძე იხსენებს ფაქტს, როდესაც ტაქსის მძღოლმა თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი შავ ზღვის ნაცვლად, თბილისის ზღვაზე დატოვა.

გია ბურჯანაძე, „მომხმარებელთა უფლებების ასოციაცია“:

-ყოველწლუირად ტურისტულ სეზონთან ერთად ღამის კლუბებსა და სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში აქტიურდება ასეთი სქემები. არსებობს სამი სახის მენიუ: ქართველი მომხმარებლისთვის, უცხოელი ტურისტისთვის და ნასვამი ტურისტისთვის. ასეთი რამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. მენიუში წერენ ჩვეულებრივ ფასებს, რეალურად კი ანგარიში მოდის შეუსაბამოდ მაღალი, შეიძლება ითქვას კოლოსალური თანხებით. ერთი თვის წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ინდოეთის მოქალაქეს 8 ლარიან შამპანურში 5000 ლარი გადაახდევინეს. შემდეგ ამ ადამიანმა მიმართა პოლიციას. გარდა ამისა, ძალიან დიდ თანხებს სძალავენ ტურისტებს ტაქსის მძღოლებიც.

- რას გულისხმობთ კონკრეტულად?

-მაგალითად ცოტა ხნის წინ, თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა ტურისტი, რომელიც მიემგზავრებოდა აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. მძღოლმა ატარა რამდენიმე საათი თბილისის ტერიტორიაზე, ბოლოს აიყვანა თბილისის ზღვაზე და უთხრა, რომ ეს არის შავი ზღვაო. 200 დოლარი გადაახდევინა. ზამთარში გვქონდა შემთხვევა, როცა ტაქსს ყაზბეგში სთხოვა ტურისტმა წაყვანა, რეალურად კი თიანეთთან ახლოს, თოვლიან ადგილზე დატოვა და უთხრა ყაზბეგიაო. რაც შეეხება კლუბებში თანხის გამოძალვას, ამ მხრივ პირველ ადგილზეა თბილისი, მეორეზე - ბათუმი. ორივე ამ ქალაქში უკვე ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც უცხოელ ტურისტებს არარეალურ მენიუში კოლოსალური თანხების გადახდას აიძულებენ. ეს თაღლითური სქემა სახელმწიფომ რამენაირად თუ არ დაარეგულირა, მერწმუნეთ ეს ხალხი აქ მეორედ ნამდვილად აღარ ჩამოვა და უფრო მეტიც, მაქსიმალურად გაავრცელებს ინფორმაციას, თუ როგორ ექცევიან საქართველოში ტურისტებს. ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის, რომლისთვის ტურიზმი ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42