ბოლოს იკითხავს ოლიგოკრატი მიშას ველოსიპედთან ზურგით მიყენებული... "შენც, კახი?" - ცეზარისა და ბრუტუსის ქართული ვარიანტი
სოც.მედია - 12:37, 25 Jun, 2018     1684
პარტია ”თავისუფლების” ლიდერი კონსტანტინე გამსახურდია მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულს კახა კალაძის ხელით წინასწარმეტყველებს.


„კალაძის ინტერვიუს ვუსმინე რუს ჟურნალისტთან ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე. მან კი გასცა პასუხები კითხვებზე, მაგრამ პრაქტიკულად არაფერი არ თქვა.

"ქართულ ოცნებაში" კალაძე ყველასგან იმითაა გამორჩეული, რომ მას გააჩნია თავისი საკუთარი ფინანსები და საკუთარი კონტაქტები. თავისი და არა ბიძინასი. ამიტომაცაა, რომ მას არასოდეს, არასოდეს ბიძინა არ დანიშნავს პრემიერად.

იმ ქვეყნის უმშვენიერეს მიწა-წყალზე, სადაც კალაძე ფეხბურთს თამაშობდა, დაახლოებით 2100 წლის წინ ცხოვრობდა და თავბრუდამხვევ სამხედრო-პოლიტიკურ კარიერას დადებდა გაიუს იულიუს ცეზარი. როდესაც ის დიქტატორი გახდა, სახელმწიფოს მხრიდან მას საკმაო წინააღმდეგობა შეხვდა. სენატის გარდა ეს იყო გნეუს პომპეუსი, ისიც გმირი და უდიდესი დამსახურებების ადამიანი რომის წინაშე, ვისაც თავისი ერთგული ჯარი ყავდა. ამავე დროს უნიკალური თავისი განათლებით, რამდენადაც ახლოს იცნობდა ბერძნულ ფილოსოფიასაც და თეატრსაც.

ცეზარი იწყებს პომპეუსის დევნას - იგი გადადის ბალკანეთში. პომპეუსი ფრონტალურ ომს ერიდება, თუმცა მაინც მოუწია. ცეზარმა რამოდენიმეჯერ მოითხოვა მასთან შეხვედრა, მაგრამ პომპეუსმა იუარა: სახელმწიფოს დამაქცევარს ვერ შევხვდებიო. არავინ არ იცის, რა მოხდებოდა, როგორ წავიდოდა მსოფლიო ისტორია, ეპოქის ეს ორი უდიდესი ადამიანი ერთმანეთს რომ შეხვედროდა და რაღაცაზე შეჯერებულიყო. პომპეუსის დევნა გრძელდება მთელს შუა აღმოსავლეთში და ბოლოს მის თავსაც კი მიუტანენ ეგვიპტემდე ჩასულ ცეზარს, რომელსაც იგი ზიზღით იუკადრისებს და მის მომტანს სასიკვდილო განაჩენს გამოუცხადებს. მაგრამ ფაქტია: მას რომისკენ ტრიუმფალური სვლაღა დარჩენია - გზა ხსნილია. ბოლო წინააღმდეგობა მოცილებულია გზიდან.

ისტორიის უცნაური ენიგმატურობა იმაშია, რომ დიქტატორად ქცეული ცეზარი მოკლეს სწორედ პომპეუსის ქანდაკების წინ. ეს მოხდა პომპეუსის თეატრში, 44 წელს ქრისტემდე. სენატორებში, რომლებმაც იგი დახანჯლეს, გამოირჩეოდნენ კასიუსი, კასკა და ბრუტუსი. ყველაზე ბოლოს ბრუტუსმა ჩასცა მახვილი და ცეზარმა კითხა:

"შენც ბრუტუს?"

ბიძინასაც იგივე მოელის, ცხადია პოლიტიკურად. არ ვიცი, ქოცებში ვინ იტვირთავს კასიუსის და კასკას როლს, ოღონდ ბრუტუსი მგონი, ცხადია ვინც იქნება. და აქ რასაკვირველია არ იქნება რომის ისტორიის საოცარი დრამატიზმი. უფრო ფარსი სრულიად დევალვირებული, ბიზნესად და სავაზელინო ქმედებებად ქცეული ქართული (ანტი)პოლიტიკისა. არც პომპეუსის ძეგლია სადმე - მისი სახელობის მხოლოდ ხიდია მცხეთაში, ზაჰესის კაშხლის გამო მტკვარში ჩაძირული. ასევე არის მიშას ცნობილი ველოსიპედის ძეგლი - სადაც უნაგირები ერთმანეთის პირისპირაა, ანუ ნამდვილი სიმბოლო ქართული კოჰაბიტაციისა. ჰოდა ბოლოს იკითხავს ოლიგოკრატი ამ ველოსიპედთან ზურგით მიყენებული:

"შენც, კახი?" - წერს კონსტანტინე გამსახურდია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42