"ეს ნიკა ჩოხელია , გოდერძი ჩოხელის შვილი ,
ჯან-ღონით სავსე ადამიანი , ჩემი კეთილშობილი ნიკუშა, რომელიც ისეთივე ჭკუასუსტმა ადამიანმა დააინვალიდა ,რომელსაც ტორმუზი და გაზი, აერია ერთმანეთში, გზის იქით მდგომ ბიჭს, მთელი სისწრაფით დაეჯახა , ხრამში გადააგდო . ეს ჯანმრთელი , 28 წლის კაცი და ინვალიდად აქცია . ნიკა , 3 წელია , საწოლსაა მიაჯაჭვული .
ხოდაა , ამიტომ საშინლად ვბრაზობ ,ასეთ შემთხვევებზე და ამიტომ ვწერ ასეთ , ჭკუასუსტ მძღოლებზე ( არააქვს მნიშვნელობა , კაცია თუ ქალი ) , რომლებიც ,საფრთხეში აგდებენ სხვის სიცოცხლეს ..
რა მარტივად სათქმელია ,არა , დაიბნა, შეეშალა და რაღაც ეგეთები .. ეხლა, იმ ოჯახებს მოუყევით , როგორ უნდა იყვნენ ჰუმანურები და როგორ არ უნდა გაბრაზდნენ და რომ,არაა საჭირო აგრესია და რაღაც ეგეთები ..
წეღანდელი , აქტიური , გამპრავებელი ქალები არ გამომეხმაუროთ ,ამ პოსტზე , გაფრთხილებთ ...
პ.ს.
რადგან ამდენი კითხვა დაისვა და ძნელია ,ასე სათითაოდ,პასუხის გაცემა , ჩემო მეგობრებო, თბილებო და გულისხმიერებო , მინდა გითხრათ,რომ ,ნიკას დიაგნოზი ასეთია : ზურგის ტვინის მძიმე ტრავმა .. ოპერაცია გაუკეთდა მაშინვე ,მაგრამ,შედეგი არის , დამბლა .. წლები სჭირდება აღდგენით პროცესს ..რეაბილიტაციას დიდი დრო უნდა ,ძალიან ხანგრძლივი პროცესია .. ექიმებმა არ იციან,აღდგება თუ არა .. ამეტაპზე ველოდებით ახალ პასუხებს .. თუკი საჭირო გახდა ,ისევ სადმე წასვლა,სარეაბილიტაციოდ , რადგან,აქ,ბევრმა გულისხმიერმა ადამიანმა გამოთქვე დახმარების სურვილი ,მერე დავწერ ანგარიშის ნომერსაც .. დიდი მადლობა , გულისხმიერებისთვის და სიყვარულისთვის ,ოჯახის სახელით გიხდით , ძალიან დიდ მადლობას
მასალის გამოყენების პირობები






