"ლაშამ ანი ლემურების გამოსაკვებად დაპატიჟა და..."- ხელის თხოვნა თბილისის ზოოპარკში (ვიდეო)
სოც.მედია - 16:54, 22 Jun, 2018     2924

თბილისის ზოოპარკში უცნაური ამბავი მოხდა. ბიჭმა გოგოს ხელი ლემურების ვოლიერში სთხოვა. ეს ღირსშესანიშნავი ამბავი, თბილისის ზოოპარკმა თავის ფეისბუკგვერდზე გაავრცელა:

„სრულიად გადასარევი რამ მოხდა გუშინ ლემურების ვოლიერში. გირჩევთ, ბოლომდე უყუროთ ვიდეოს. განსაკუთრებით, თუ მელოდრამების მოყვარული და რომანტიკულ ფინალებზე სიხარულის ცრემლების მაღვარღვარებელი ადამიანი ბრძანდებით.

ანის ცხოველები უყვარს და ლაშამ ლემურების გამოკვების პროგრამაზე დაპატიჟა ზოოპარკში. ლემურების გამოძღობით გართული ანი სულაც არ ელოდა, რომ ზურგსუკან დაჩოქილი და ბეჭედმომარჯვებული ლაშა დახვდებოდა და ხელს სთხოვდა.

მერე იყო მოულოდნელობა, ცრემლები და აპლოდისმენტები.

ლემურებმა რაო? საერთოდ ვერ გაიგეს ვინ, ვის, რა და რატომ სთხოვა, მაგრამ მოიწონეს საყოველთაო აღტაცება, ვინაიდან ჩათვალეს, რომ თავად იყვნენ ამ ჟრიამულის მიზეზი.

მსოფლიოს ზოოპარკები ხშირად ხდება ხელისა და გულის შეთავაზების პოლიგონი. და შეყვარებულების ბედნიერებას ხან ჟირაფები იზიარებენ, ხანაც - სპილოები. ჩვენთან პირველი შემთხვევა იყო. ამიტომ, ლაშას და ანის პატარა, სიმბოლური საჩუქარი გავუკეთეთ. ამიერიდან, ქორწინების ყოველ წლისთავზე შეუძლიათ ლემურებს ესტუმრონ გამოსაკვებად და გაიხსენონ ეს ემოციური დღე.

მერე? მერე იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად. შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ივლიან ზოოპარკში და უამბობენ თავის მხიარულ ისტორიას.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.“








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42