"იარაღით უნდა იარონ ქალებმა და დედისმ**ყვნის უფლება უნდა ქონდეთ პირდაპირ მსგავსი ტიპებისთვის" - სექსუალური შევიწროება თბილისის ტრანსპორტში
სოც.მედია - 11:28, 22 Jun, 2018     8013
ფეისბუკმომხმარებელი დავით ჩხენკელი თბილისში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამბავზე წერს. ჩხენკელის თქმით, ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების მოწმე გახდა, მას შემდეგ კი რაც მან მსხვერპლი დაიცვა, ორმა მგზავრმა ქალმა მოძალადის გამართლება და მისი გაკრიტიკება დაიწყეს. მისი თქმით, ამ შემთხვევამ ის კიდევ ერთხელ დაარწმუნა იმაში, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაშია ქალთა უფლებები საქართველოში:


„გუშინ საღამოს ექვსისკენ, ვაგზალზე ჩავჯექი 77 ნომერში. ცოტახანში ამოვიდა ვიღაც ნახევრად ნასვამი და ნახევრად ძაან აქტიური კაი ბრგე მამრი და დაჯდა ჩემ სიახლოვეს. მერე ამოვიდა ვიღაც გოგო, რომ დავიძარით უკვე, ეს ტიპი წამოუხტა და ეგრევე შეატარა. გვერდით მიუჯდა, დაუწყო ლაპარაკი გაცნობაზე, გვარზე, ნომერზე, ფეისბუქზე, თან მთელი ტანით გადახრილია, თან დაბალ ხმაზე.

მოკლედ ეს გოგო ზრდილობიანაც ცდილობს მოიშოროს, არც ელაპარაკება. ამას უსმენს და უყურებს მთელი მარშუტკა, ვიღაცეები დაიძაბნენ, გადაჯდნენ, ვიღაცეები ადგნენ მოკლედ ყველა საქმის კურსშია. ეს ტიპი დგება მარშუტკის ლუქის გასაღებად, და ტელეფონს აძლევს გოგოს, დამიჭირეო. რო ბრუნდება უკან ხედავს რო თურმე ამ გოგოს ხელი არ უხლია და ისევ ზედ ადევს, აა ანუ არც დამიჭირე იმენა დაგადეო და გამორთმევის მომენტში ბარემ შეეხო.

ვზივარ და ყელში მიცემს გული, არც ქვეყნის გასწორება მდომებია და მწარე გამოცდილებით მსგავს სიტუაციებში ჩარევებზე სხვასაც ვეტყოდი რო ხელი ჩაექნია, მაგრამ 10-15 წუთის მერე უკვე ამ ტიპმა ძაან გაუტია. არ მოგეწონები და აგერ ნახავ ფეხებზეც დაგიკიდებს ვინც მოგეწონება და კაროჩე იმენა გაუპატიურება მეტი რამე თუა არვიცი, იმდენს და ისე ხშირად ელაპარაკება, ტანით მიხრილი და ეს გოგო ფანჯარასთან მიჭყლეტილი.

ოღონდ ის სცენა არ დახატოთ, პროსტა რო ბიჭი გოგოს ეჩალიჩება და რო მერერა, ტირილამდე ყავს მიყვანილი.

არა გმირობის, არამედ უკე იმის შეგრძნებით რომ ამის მოთმენა პირდაპირ ნიშნავს რომ იქ მსხდომი ყველა ადამიანი ერთმანეთს ვეუბნებით, ქვეყანა ჩალით რომაა დაფარული ავდექი და ვეცი ამ ტიპს. მოკლედ რო ვთქვათ, არის ერთი ამბავი. ამ დროს, როცა ვაღირსე გაჩერება და გაჩუმება,ორი ასაკოვანი ქალი, სხვადასხვა ადგილებიდან, ერთად მიწყებს ჩხუბს.

‘’რა გინდა, ნასვამია კაცი’’, ‘’ გოგო მოეწონა, ზედმეტი არაფერი უკადრებია შენ რაგინდა’’ ‘’თუ არ უნდა რას უჯდებოდა’’ ოღონდ ეს ყველაფერი მართლა, ამ სიტყვებით, ჩემ თვალწინ და იმ ყველაფრის მერე ხდება, რასაც ოცი ადამიანი დუმილით ვუსმენდით.

ოღონდ ამას ამბობენ, განა იმ ფიგურალურ ფბში დასაცინ კრებსით სასტავზეა ლაპარაკი, ორი ცოცხალი ადამიანია. სულით კი დამპალი და ტვინითაც მკვდარი, მარა მაინც.

უსმინეს იმას, თუ როგორ დაისვა უცნობმა კაცმა უცნობი გოგო გვერდით, როგორ არ გაჩერდა მთელი გზა ვაგზლიდან ქარვასლამდე, როგორ გაურია შეურაცხყოფები და მუქარები სიტყვებში, ხმა არავინ ამოიღო, და ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი მოქმედება შარიანობად შეაფასეს. შორტები მაცვია, ნაუშნიკები, წვერი მე არ მაქ, შავი სათვალე და დანა ჯიბეზე, ყველაზე ნაკლებად საშიში ტიპი ვარ და მე მეცნენ.

თავი რო აღარ შეგაწყინოთ უხამსი დეტალებით მე და ეს გოგო ერთად ჩამოვედით და მშვიდობით მორჩა ყველაფერი.

ორი დღეა ამაზე ვფიქრობ, ღამე ეგ მესიზმრებოდა.

ესეიგი მაშინაც კი, როდესაც არცერთი მოცემულობა არიძლევა გამართლების საშუალებას, როცა არც ოჯახია, არც უცნობები, არც გოგოა გამომწვევი,არც ღამეა, არც მარტოები არიან და არც არაფერი სხვა ყლეობა, რასაც გამამართლებელ საბუთებად მიიჩნევენ ხოლმე, დღისით-მზისით, ოცი კაცის თვალწინ ასეთი საზიზღრობის მომსწრე ხდები და ‘’მერე რა ნასვამია’’? ''გაუნათლებელი სიტყვა არ უკადრებია?''

და მაშინ როცა მე, არც გოგოს, არც ბავშვს და არც მაინცდააინც ვარდისფერ გარემოში მცხოვრებს რო ამდენი ხანი დამჭირდება ხმა ამოვიღო, ვინმეს მართლა აინტერესებს, რატომ არ იბრძვიან და რატომ არ აქვთ არაფრის იმედი ქალებს?

ჩემი ჩათვლით სავსე მარშუტკა არ უყურებდა ამ განუკითხაობას, არ უსმენდა? და ამის მერე მე ვიქნები მართალი, ჩამოსვლის მერე იმ გოგოს რო ვთხოვ აწი ამბავი ატეხე თქო?

კაროჩე არვიცი რა. იარაღით უნდა იარონ ქალებმა და დედისმოტყვნის უფლება უნდა ქონდეთ პირდაპირ მსგავსი ტიპებისთვის, და ეს კომუნისტი თაობაც ამოწყდება ოდესმე.

ტეხავს რა ამ თემის სხვა ჭრილში გადამღერება და ნეორაღაცეებში დანახვა.“- წერს დავით ჩხენკელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42