"წინ გამისწრო და ხმამაღლა დაუყვირა მძღოლს, ამ პიდარასტს რატო უთმობთ გზასო"- ჰომოფობიის ნიადაგზე მორიგი დანაშაული თბილისში
სოც.მედია - 11:03, 22 Jun, 2018     1551
მწერალი და ლგბტ აქტივისტი ზურაბ აბაშიძე სოციალურ ქსელში გუშინ მომხდარ ინციდენტზე წერს. როგორც აბაშიძე აცხადებს, მას ჰომოფობიური მოტივით დაესხნენ თავდ და მას შემდეგ რაც აღნიშნული დანაშაულის შესახებ პოლიციაში განაცხადა, შესაბამისი რეაგირება ვერ სამართალდამცავებისგან მიიღო:


„დღეს 7 საათისკენ გამოვედი სამსახურიდან, გეპეის მიწისქვეშა გადასასვლელი გადავჭერი და მეორე მხარეს ვიღაც შავ მაიკაში და ჯინსებში გამოწყობილი ტიპი ამეკიდა, ჯერ რას გავხარო, ტრანსი ხარო, თავიდან ვითო კი მოვიგერიე, ავუჩქარე ნაბიჯი, მარა ზებრაზე გადასვლისას, მანქანამ რომ სვლა შეანელა, წინ გამისწრო და ხმამაღლა დაუყვირა მძღოლს, ამ პიდარასტს რატო უთმობთ გზასო, არ მომეშვა, მობრუნდებოდა, მაგინებდა, ბოლოს ტელეფონი ამოვიღე, ვიფიქრე, შევაშინებ, ხმას ვიწერ შენსას და კიდევ თუ გააგრძელებს გინებას პოლიციაში დავრეკავ-მეთქი, აქეთ წამოდიო, შენზე სროკს არ ავიკიდებო და მექაჩებოდა გვერდით, ახლა მართლა ვრეკავ-თქო, ავკრიფე ასთორმეტის ნომერი და მომვარდა, სახეში დამარტყა მუშტი ორჯერ, მეც რაც შემეძლო ვიფართხალე, ისეთი აღელვებული ვიყავი, ერთი-ორჯერ გავიქნიე ხელი, ჩანთა და ტელეფონი დამაგდებინა და სანამ მაკდონადსიდან არ გამოვარდა ხალხი, არ შემეშვა, მერე გინებ-გინებით წავიდა.

მივედი 1-2 საათში ჩემს ორ მეგობართან ერთად ტელევიზიის გვერდით პოლიციის შენობაში, განცხადების დაწერა მინდა-თქო და იქ დაიწყო თავგადასავალი, პირველივე ჯერზე გამომძიებელმა, გაფრთხილება დავუწეროთო, განცხადება არ გინდაო, განცხადება დიდხანს იწელება, ვერ დატოვებ ქვეყანას და სულ აქ მოგიწევს სიარული და იცოდეო, გაფრთხილება რას მოიაზრებდა ოღონდ, ვერ ამიხსნა ნორმალურად, მერე წამიყვანეს დანაშაულის ადგილზე, აღმოჩნდა რომ კამერები არ იყო დამონტაჟებული მაკდონალდსთან, 112-ის კამერები არ ფუნქციონირებსო, ასე მითხრეს, მოვბრუნდით უკან და როგორც კი შევდგი ფეხი პოლიციის შენობაში, ისევ იგივე კაცმა ამიხსნა, რომ რეალურად შეიძლება მეც ბრალეული გამოვსულიყავი, რახან ხელი შევუბრუნე და თუ მოწმე არ მყავდა, ვერაფრით დავამტკიცებდი, ერთი ოცჯერ რომ გამიმეორა ჩემი სავარაუდო ბრალეულობის შესახებ, მერე ისიც მოაყოლა, რომ იქნებ კიდევ დავფიქრებულიყავი, ღირდა თუ არა განცხადების დაწერა. საბოლოოდ მაინც დავწერე, მერე დავჯექი დაკითხვაზე, რაღაცებს აკაკუნებდა სხვა თანამშრომელი კომპიუტერზე და აპირებდა დაეწერა,რომ თითქოს ჩემთვის უცნობია, რა მოტივით დამესხა თავს უცხო პიროვნება, ერთი ოცჯერ გავუმეორე, რომ უცნობი არ არის, ჰომოფობიის ნიადაგი ქვია მაგას, მეძახდა კიდეც პიდარასტსთქო, სანამ არ ვიჩხუბე და მივუვარდი მეგობრებს დასახმარებლად, რომლებიც იქვე მელოდებოდნენ, ვერ გავაგებინე, თან აქეთ მომიბრუნდა, რა იყო, ამხელა კაცი ხარ, შენი აზრი არ გაგაჩნია, რას დარბიხარ მეგობრებთანო. ცოტა მოგვიანებით, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ფოტოს გადაღებაში შენიშნა ჩემი მეგობარი და ორივე გაყარა გაფრთხილების გარეშე. და ყველაფერი დაგვირგვინდა დამკითხველის კითხვით, ვერ უთხარი თავდამსხმელს, ტრანსი არ ვარ, ნორმალური ვარო.

არც დავწერდი ამ პოსტს, უბრალოდ ვერ ვხვდები, სად არის გამოსავალი, როგორ უნდა დავიცვათ თავი, ვინ უნდა დაგვიცვას და მთელი დღეა რაღაც უსუსურობის შეგრძნება მაქვს, რომ არავის აინტერესებს ადამიანი ჩვენს ქვეყანაში და ყველა იმას ფიქრობს, როგორ მოგიშოროს და აიცილოს ზედმეტი თავისტკივილი. ყველაფერი რაც ზემოთ ჩამოვთვალე ძალიან ვეცადე რომ ჩემს სუბიექტურ აზრებს მოკლებული ყოფილიყო და მარტო ფაქტები გადმომეცა. საბოლოო ჯამში, მივიღე ის რომ, მალე შეიძლება ბრალეული აღმოვჩნდე იმის გამო, რომ თავს ვიცავდი + ძალადობას და სახეში მუშტების რტყმას არ დავუსტრესივარ ისე ძალიან, როგორც მახინჯმა პოლიციურმა სისტემამ, სადაც ვერ ხვდებიან, როგორ უნდა ელაპარაკონ დაზარალებულ ადამიანს, სადაც საქმის აღძვრა ეზარებათ და სადაც გარტყმაში არ არიან, რას ნიშნავს, როცა ვიღაცა ქუჩაში გირტყამს იმის გამო, რომ ჭრელი პერანგი გაცვია.“- წერს ზურაბ აბაშიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42