"მაყურებინებთ მამაჩემის ცრემლებს და ამ დროს, 12 ჭრილობაზე მეტ ტკივილს მაგრძნობინებთ"
სოც.მედია - 12:05, 21 Jun, 2018     10323
ხორავაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

"დათუნა სარალიძის განცდები.

სკოლაში წასვლით სიცოხცლიდან-სიკვდილისკენ ნაბიჯი გადავდგი.

პირველი დარტყმა იმდენად მწარე იყო,რომ ტკივილისგან ვერც ვიყვირე და მოწყვეტით დავეცი.

შემდეგ ტკივილმა სულამდე მიაღწია და დანარჩენ დარტყმებს ვეღარ ვგრძნობდი.
მხოლოდ მიწიდან ვუყურებდი უკანასკნელ კადრებს და ვნატრობდი სახლს.

ხმები ნაკლებად მესმოდა და გამოსახულება ნელ-ნელა პატარავდებოდა. შემდეგ კი ,ყველაფერი გაშავდა.

დავიკარგე, მოვხვდი იქ,სადაც არასდროს ვყოფილვარ. ვიყავი სულ მარტო,ჩემ ჭრილობებთან ერთად.
რაც აქ ვარ,ყოველდღე,მახსენდება დედასთან გამოსამშვიდობებელი ჩახუტება, ჩემი დის უკანასკნელი შეხება სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე და მამას საბოლოო გამხნევება.

როცა ვცდილობ მათი ალერსი,სხეულზე, წარმოსახვით მაინც ვიგრძნო, ჭრილობებზე შეხებისგან გამოწვეული ტკივილი მამწარებს და მკვდრის ოცნებებსაც მართმევს,მსგავსად იმისა,როგორც სიცოცხლე მიქციეთ ოცნებად...

ნეტავ არ ვყოფილიყავი ძლიერი,არ წავიდოდი დასახმარებლად და აღარ ვიქცეოდი მსხვერპლად.
თქვენ მომკალით და აქაც არ მასვენებთ.

მაყურებინებთ მამაჩემის ცრემლებს და ამ დროს,12 ჭრილობაზეე მეტ ტკივილს მაგრძნობინებთ.

აქ ცივა,მარტო ვარ,ვერავის ვეხები და ვერავინ მშველის.

მინდა ხმა გაგაგონოთ,მაგრამ არავის ესმის ჩემი,თუმცა თქვენ ხომ ჩემი ხმა,სულის კივილი,მიწის მოყრით დაფარეთ.

ახლა კი, ყველა დანაშაულს მე მაწერთ, რადგან ჩემ ხმას ვეღარასდროს გაიგონებთ, ვეღარ შეგეეწინააღმდეგებით და საზოგადოებას ჩემ სულსაც,სხეულივით მიავიწყებინებთ.

მე მკვდარი გამიცნეს, როცა სიცოცხლეში ვვოცნებობდი ამას...

შენ გეუბნები გახარია!!!

პასუხი გაეცი დაუყონებლივ თუ გაგაჩნია კაცობა" - წერს სარალიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42