პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის განმარტებას, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გადაურიცხა 2011 წელს ენმ-ს 20 ათასი ლარი, ნუგზარ წიკლაური ეხმაურება:
„მოკლედ, ამ ჩვენმა ლომონოსოვმა ვერ დაიწყო კარგად. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, უპრინციპო წვრილფეხა აფერისტივით იქცევა.
2012 წელს, 20000 ლარის პირადი ანგარიშიდან ნაციონალური მოძრაობისთვის გადარიცხვაზე გვპასუხობს, ჩემი ფული არ იყო, ტექნიკურად საშუალებად გამომიყენეს, თორემ 2011 წლიდან ქოცების გულანთებული მხარდამჭერი ვარო.
ე.ი. ქოცების ფანატი კაცი დაიბარეს, მისცეს 20000 ლარი, თავისი ნების წინააღმდეგ გადაარიცხინეს საძულველი ნაციონალური მოძრაობის ანგარიშზე და ეს ადამიანი ქვეყნის პრემიერ მინისტრი და სახე ხდება. მეტიც, ეს ფლიდი კაცი უსინდისოდ აქეთ გვიტევს, - ენმ და ფარისევლობა იდენტური ცნებებიაო.
ამიტომ არის ივანიშვილის მონა და უღირსებო კაცი ახალი პრემიერი, ამიტომ ვერ იქნება ქვეყნის ინტერესების ერთგული და ბოლომდე დაემორჩილება ბატონ-ყმობის პრინციპს, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, დღევანდელ საქართველოში ივანიშვილმა მოგვახვია თავს.
იმ ლომონოსოვს შენი შერცხვებოდა, მამუკა..“- წერს ნუგზარ წიკლაური.
მასალის გამოყენების პირობები






