საქართველოს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს ანა სუბელიანი სოციალური ქსელით პასუხობს. საუბარია დღეს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის ფარგლებშიც მანდატურებმა სამოქალაქო აქტივისტები დარბაზიდან ძალით გაიყვანეს:
„ერთადერთი, რაც ამ ქალს ამოძრავებს, არის სიძულვილი! იმაზე ქვემოთ დაეშვა, ვიდრე ვინმესშეიძლება წარმოედგინა. მისგანაც რომ გამიკვირდა, ისეთები იკადრა!
მემორიალზე აპელირება არის ყოვლად სამარცხვინო საქციელი, განსაკუთრებით იმრეალობაში, როცა ამ დაგეგმილად აგორებული ზიზღის საფუძველზე, მე და ჩემს შვილს გვემუქრებიან, სახელმწიფო უნდა გვიცავდეს, ერთი პირიც არ დასჯილა დღემდე ამმუქარებისთვის და იუსტიციის მინისტრი ამ დროს ცდილობს თავი დაიძვრინოს ჩემ მიმართსიძლვილის გაღვივებით.
სამარცხვინო ტყუილია ის, რომ თითქოს ჩვენ ფულზე ვვაჭრობდით , არის ოფიციალურიდოკუმენტები, სადაც ასახულია, თუ რა შევთავაზეთ ჩვენს მოვალე მხარეს. მაშინ როდესაც მათპირდაპირ უარი განგვიცხადეს აღდგენაზე, ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ალტერნატივა,რომელთაგან ერთ-ერთის შესრულებაზეც თანახმანი ვიყავით. ესენი იყო: 1. აღდგენა სხვატოლფას თანამდებობაზე; 2. აღუდგენლობის კომპენსაცია; 3. ოფიციალური ბოდიში დააღიარება, რომ სამინისტროს მხრიდან დაირღვა ჩვენი უფლებები.
ჩვენ თანახმანი ვიყავით ბოდიშის სანაცვლოდ დაგვეთმო თანამდებობებზე აღდგენა! და ესთავხედი ქალი ბედავს და ფულზე ვაჭრობას გვაბრალებს, ყველაფერი დოკუმენტირებულიასხვათაშორის.
თეა, ვიცი, რომ რთული ასატანია შენგან ჩემი ყურება. ვიცი, რომ გძაგს, რო მხედავ ბედნიერს,მრავალმხრივ რეალიზებულს, შესაშურად საინტერესო ცხოვრებით. გძაგს იმის ყურება, როგორ ვუყვარვარ უამრავ ადამიანს. გძაგს ჩემი საქმიანობით მადლიერი ადამიანების ყურება. გძაგს მებრძოლს და მაინც გაღიმებულს და მომღერალ-მოცეკვავეს რო მხედავ.
ჩვენს შორის განსხვავება ისაა, რომ შენ სიძულვილით იკვებები, მე თავისუფლებით და სიყვარულით. შენც კი არ მძულხარ, მეცოდები, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ პასუხი აგო იმ მავნებლობებზე, რასაც ყოველდღიურად ჩადიხარ. უბრალოდ იმიტომ, რომ სხვამ იგივე ვეღარასდროს გაბედოს“, - წერს ანა სუბელიანი.
მასალის გამოყენების პირობები






