ბესელიას გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის პარტია "გეგრეხებათ"? - ნიკა გვარამია
სოც.მედია - 12:14, 19 Jun, 2018     1898
რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, სოციალურ ქსელში, შვილ მოკლული მშობლების გვერდით არასამთავრობო ორგანიზაციების პასიურობას აკრიტიკებს.

"მითქვამს და გავიმეორებ, ამ ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ და ხარისხიან ძალად არასამთავრობო სექტორი მიმაჩნია. მაგრამ, მეორეც მითქვამს და იმასაც გავიმეორებ - ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ ოპოზიციის, განსაკუთრებით, ენმ შიშით თუ ზიზღით თუ სიძულვილით რომ არ არიან ჩაბმული აქციებში მაჩალიკაშვილის და სარალიძის დასაცავად.

დიდი ბოდიში და პლინტუსს ქვემოთ ოპოზიციასთან (მათ შორის, პრორუსულთან) იყავით გაერთიანებული ვაზაგაშვილის და გირგვლიანის საქმეებზე და პოლიტიკურ მესიჯებს ახმოვანებდით, მათ შორის, ანტისამთავრობოს. და ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები "გეგრეხებათ"? რუსეთიდან მოგზავნილი ივანიშვილის გვერდით ყოფნა არ იყო რეპუტაციისთვის დამაზიანებელი და პროდასავლური ოპოზიციის მხარდაჭერაა?

იცით, რომ პატივს გცემთ და მხარს გიჭერთ ალბათ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში, მაგრამ მძიმე შეცდომას უშვებთ, რომლითაც, საბოლოო ჯამში და სამწუხაროდ, ქვეყანას არათუ ვერ ეხმარებით, არამედ, კიდევ უფრო სამწუხაროდ, ვნებთ კიდეც, რამეთუ უნებლიედ უხანგრძლივებთ ქართული ოცნების ოლიგარქიულ, კლეპტოკრატიულ და უკვე კრიმინალურ რეჟიმს სიცოცხლეს.

მარტოკა თქვენი ძალისხმევით და პროცესების პოლიტიკური სტერილიზაციით, ერთი მეტრით წინ ვერ წაიწევს ამ ქვეყანაში დემოკრატია. გერევათ, მეგობრებო: თქვენ ხართ დემოკრატიის ვოჩდოგები და არა შემოქმედნი. დემოკრატიას პარტიები და ხალხი ამყარებენ ერთობლივად. მედია და არასამთავრობო სექტორი მხოლოდ სწორი მიმართულების მიმცემი მოდარაჯე ძაღლები არიან. და ახალი ძალის ლოდინით თავს ნუ დაიღლით, ამ ათწლეულში და მაღალი ალბათობით არც შემდეგში ეგ არ მოხდება და ნუ იქნებით გულუბრყვილოები და პოლიტიკის არმცოდნე უმწიფარები - ფუჭია ეგ მოლოდინი.

ასე რომ, გამონახეთ საკუთარ თავში რესურსი, დაივიწყეთ ძველი წყენები და დადექით იქ, სადაც ხალხის მაჯისცემაა. თორემ ძალიან დროს და რეალობას აცდენილია უკვე ეს გაურკვეველი შუაშისტურ-ნეიტრალურ-დაბალანსებულ-პოლიტკორექტული და საბოლოო ჯამში სრულიად არაფრის მთქმელი და არაფრის მომტანი პოზიცია. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ შუაშისტ-ნეიტრალებს არასდროს არაფრისთვის არ მიუღწევიათ ამ ქვეყანაში. არასდროს და არაფრისთვის. საქმე საქმეზე რომ მიდგება, ასე ისხდებიან კლავიატურებთან, თქვენს მოსაწონ სტატუსებს დაწერენ და არჩევნებზეც კი არ მივლენ, არათუ რამე უფრო სერიოზულს იზამენ." - წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42