მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია ეგვიპტის დედაქალაქი ქაირო და ქვეყნის ერთ-ერთი ცენტრალური, ალ-ფატჰის მეჩეთი, რომელიც დრეს სპეც-რაზმმა შტურმით აიღო.
მედიის წარმომადგენლები გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მსხვერპლის შესახებ არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია. ცნობილია მხოლოდ იმ გარდაცვლილთა რაოდენობა, რომლებიც რამდენიმე საათის წინ დაწყებული შეტაკების დროს დაიღუპნენ, მანამ, სანამ ოპოზიცია მეჩეთს შეაფარებდა თავს. ბოლო ინფორმაციით დაღუპულია 173 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ კაიროში აჯანყებული ისლამისტები "ალ-ფატჰის" მეჩეთში გამაგრდნენ.
სამართალდამცავებმა ღამით შენობის შტურმით აღება სცადეს, თუმცა ოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა. სამართალდამცავები აჯანყებულებს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. შენობაში შეჭრილმა აჯანყებულებმა კი მეჩეთის წინ ცხედრებისგან ბარიკადები ააგეს.
მასალის გამოყენების პირობები






