"დღე რომელსაც ყოველი დილით მე და ჩემი ოჯახი ვცდილობთ პოზიტიურად შევხდეთ, დილით მეუღლემ სამწუხარო ინფორმაციით გამაღვიძა და მომისამძიმრა კიდევ ერთი პოლიციელის ტრადიკულად დაღუპვა, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ერთერთმა წახალისებულმა კრიმინალმა დანით მძიმე ჭრილობა მიაყენა.
ვუსამძიმრებ ჩემი მეგობრის ბუტა ანთაძის ოჯახს ამ სამწუხარო ფაქტს, ძალიან დათრგუნული ვარ, რადგან რამოდენიმე წელი ერთი სამსახურის, ერთი მუნდირის ქვეშ გაგვიტარებია, ბევრი წვიმა და ქარიშხალი გადარებულა ჩვენს თავს, მხოლოდ იმისათვის რომ გვემსახურა საქართველოსთვის, დაგვეცვა ჩენი მოქალაქეები. მიუხედავად ამისა უამრავი საფრთხე დაგვმუქრებია მაგრამ ყოველთვის მხნედ იდგა ბუტა ამ ყველაფრის წინაშე.
ასევე ვუსამძიმრებ ბუტას ძმას, რომელიც პოლიციელია და უამრავი ღაამები ერთად გაგვითენებია კრიმინალთან ბრძოლაში,
მე დარწმუნებული ვარ, ბუტას სახელი მუდამ დარჩება თითოეული პოლიციელის გულში როგორც კარგი და ღირსეული პოლიციელი, ნათელში ამყოფოს შენი სული გმირო პოლიციელო!" - წერს ხალვაში.
მასალის გამოყენების პირობები






