“მომისმინე ქალო! ეროვნებით არის არაბი, თორე ის ნაოხარი კი აბია!” - ნამდვილი ისტორია, ქუთაისური კურიოზი პარიზში
სოც.მედია - 01:03, 14 Jun, 2018     17953
ამ ისტორიას საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულა სულაშვილი ფეისბუქის გვერდზე წერს:


დაძაბული დღის შემდეგ ჰეე მოვეშავათ ცოტა და გავიღიმოთ.

თან ნაღდი ისტორიაა :)

ქუთაისელების სასიძო

ქუთაისიდან ქალბატონმა ესმამ დამირეკა და მითხრა: ა ვაგზავნი ბატონო ახლა ბაღანას პარიზში და შენს იმედად ვარ. ქე იცი რაფერ წვალებით და ტანჯვით გვყავს გამოზრდილი. უზომოდ პატიოსანია, აქეთ გუბის წყალს არ გასცდენია და იქეთ შოროპანს-ო.

6 თვის შემდეგ შორენა ისე აჟღრუტულდა ფრანგულად, რომ ნუგზარის ნაცვლად ნუგზა"ღ"ი-ს მეძახდა და თავადაც შო"ღ"ენათი ეცნობოდა ფრანგ საზოგადოებას.

მალე ახალგაზრდა სტომატოლოგიც გაიცნო და იმდენად შეუყვარდა, რომ საღი კბილებიც კი დააპლომბინა.

***

- ვიფიქრე, ვიფიქრე და ქე გადავწყვიტე გაყვე ცოლად - მომახსენა ერთ მშვენიერ დღეს შორენამ და დააყოლა - ოღონდ აი ამბავს მე ვერ ვეტყვი დედას და თქვენ უნდა დაურეკოთ, თორე მის ისტერიკას სამარამედე წევიყოლიებ.

- რატომ? რომელ მშობელს სწყინს შვილის გაბედნიერება? რა არის აქ საისტერიკო? - ვკითხე გაკვირვებულმა.

- ის რომ ჩემი რჩეული არაბია და დედა ამის გაგონებაზე ინსულტს ვერ გადაურჩება.

- აუჰ! გინდა მე ვიმსხვერპლო ის ქალი?

- არა, თქვენი იმდენად დიდი რიდი აქვს და იმდენად გენდობათ, როცა აუხსნით მალე დამშვიდდება...

- ჯანდაბს! მაგრამ იცოდე, ვინიცობა ის ქალი ამ მაბავს გადაჰყვეს, დაკრძალვის ხარჯებში შემომსვლელ მე არ ვარ.

- კარგი - დამეთანხმა შორენა და გულიანად გადაიკისკისა.

- ვრეკავ - ვუთხარი და ნომერი ავკრიფე - ალოოოო.... როგორ გიკითხოთ ქალბატონო ესმა? ბატონი ზაზა ხომ არის ჯანზე და უვნებლად?

- სულას ვენაცვალე... რა ვიცი, რამფერ ვიქნებით ამ გაჭირვებულ ცხოვრებაში. ჭირი და დოზანა არ მოკლებოდეს ამ ხელისუფლებას! ზაზაია კი არის ქეიფის და ღლიცინის ხასიათზე... მაქეთ რა ხდება? შენ ახლა ტყუილიზა არ დამირეკავდი, ხომ მშვიდობაა? რას შობა ჩემი შორენა?

- ოოო... აი ზუსტად მაგ ამბავზე გირეკავ...

- დედაა! ხომ არ დევიღუპე სულა ბატონო?! არ გამაშავებინო თეთრი ხიდი და თავი არ მომაკლეინო! გადავხტები საცხა!

- ესმა, სასიხარულო ამბავი მაქვს, მაცალე შე ქალო...

- მერე დაგეწყო მასე. ამკრა 220-ზე წნევამ...

- ჩვენი შორენა, უკვე დიდი გოგოა. ჰოდა...

- რაფერაა დიდი, 6 თვეში გეიზარდა?

- მაცლი ახლა?

- თქვით ბატონო სულა. შემიქანდა გული!

- ჰო და დიდი გოგა-მეთქი... ფიქრობს დაოჯახებას. შეყვარებულია...

- ვაიმე! ვაიმეეე! გედეეყარა ვინცხა ნარკომანსა და მომპარავ ქართველს?!

- არა! არაა! მაცალე გითხრა! არანაირი ნარკომანი და მომპარავი არ არის. ინტელიგენტი, ნასწავლი და ჩამოყალიბებული ახალგაზრდაა. ექიმია, სტომატოლოგი.

- მერე რა გულს მიხეთქავ კაცო?! ვერ თქვი აი თავში?

- მაცდი როო? ჰოდა იმის თქმა მინდა, რომ თქვენი სასიძო კი არის ასეთი მშვენიერი ყმაწვილი, მაგრამ ერთი პატარა პრობლემაა...

- რაის პრობლემა? ეე... მაპარებთ ნელ-ნელა ხო?

- არაფერს არ გაპარებ. პირდაპირ მინდა გითხრა, რომ ის არაბია...

- რაიოო?! აგია პატრა პრობლემა?! დედაა! დედაა! რაფერ მიხაროდა გაპიდარასტებულ ევროპაში ვაგზავნი ბაღანას და ქალიშვილი დემიბრუნდება-თქვა და მთლად უარესი თუ მელოდა რაფერ წერმავიდგენდი ამას?!

- ესმა, მოიცადე! რა უარესი? რის გაპიდარასტებული ვეროპა? რა შუაშია ეს?

- შუაში კი არა თავშია! მაგას უძახი პატრა პრობლემას შენ?! არ სჯობდა მომპარავს და ნარკომანს გაჰყოლოდა?! მე შვილიშვილი და მომავალი არ მინდა სულა ბატონო?! მომიკტება ზაზაია აი ამბავი რომ გეიგოს აგრემც მომკდომია მაი მანდ!

- ესმაა მომისმინე ქალო! ეროვნებით არის არაბი, თორე ის ნაოხარი კი აბია! - ვიყვირე მთელი ხმით და შორენას გადავხედე, "პარიატკაზე" ხომ აქვს ყველაფრი -მეთქი? შორენმაც ბერა თითი გაფშიკა - ჰოო აგერ შორენაც მიდასტურებს რომ აბიაოო! აბია!

- კაცო, ამფერ განათლებულ კაცს, რაფერ გეშლება ყოლაფერი?! ათასჯერ გთხოვე გარკვევით ილაპარაკე მეთქი! ვერ თქვი თავიდანვე?!

- თავიდანვე მაგით ხომ ვერ დავიწყებდი საუბარს და ბოლომდე კიდევ შენ არ მისმენ.

- აპა არაბიაა?

- ჰო არაბია, მაგრამ ის აბია...

- გეთქო მერე ეგრე...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42