მეგობრებმა მისი მძიმე მდგომარეობის შესახებ იცოდნენ, თუმცა მისი გარდაცვალება მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ძალიან დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. ყველამ ვიცოდით, რომ ცუდად იყო, მაგრამ იმედს არ ვკარგავდით. ეს ცხრა თვე მასთან ერთად გავიარე ყველა ის წუთი, რაც სტკიოდა. დამაჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან თვითონაც ძალიან ებრძოდა ამ საშინელ სენს.
იმედიანად იყო, მაგრამ კონცერტზე უკვე ცუდად იყო, იმდენად უნდოდა კონცერტი და სიცოცხლე, რომ ყველამ დაინახა ის, რაც მან იმ დღეს გააკეთა, ფაქტობრივად, ცოცხალი პანაშვიდი მოაწყო და მაყურებელს დაემშვიდობა. არ ვიცი, ეს რა გრძნობაა...“ - ამბობს ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე „სარკესთან“ ინტერვიუში.
"არა მარტო იმედიანად იყო, იძახდა, დედას ვუტირებ და მაინც კარგად ვიქნები, ამ სენს დავამარცხებო. 29 მაისს კონცერტი რომ ჰქონდა, უკვე ყველამ ვიცოდით, რომ ძალიან მძიმედ იყო. დარბაზში არ არსებობდა ადამიანი, რომელსაც არ ეტირა. ეს იყო ჩვეულებრივი გამოსამშვიდობებელი კონცერტი, თუმცა მაგ დღეს გიო იძახდა, კიდევ უნდა გავფრინდე ისრაელში და ერთი გადასხმა გავიკეთოო. მან შეუძლებელი შეძლო და მაყურებელს ღირსეულად დაემშვიდობა" - ხატია შამუგია.
მასალის გამოყენების პირობები






