"კობახიძე-ბოკერიებმა მორიგი ჩახუტების მაგალითი გვაჩვენეს"- ინაშვილი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაზე
სოც.მედია - 14:05, 07 Jun, 2018     1190
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმის გამსოაძიებლად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას და მის შემადგენლობას, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელსი ეხმაურება. მისი თქმით, საგამოძიებო კომისია თავიდანვე კანონდარღვევით შეიქმნა და „ქართულ ოცნებასა“ და „ევროპულ საქართველოს“ შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა:


„თუ საგამოძიებო კომისია იქმნება 17 პარლამენტარის შემადგენლობით, რეგლამენტის მიხედვით, 8 წევრი ეკუთვნოდა "ქართულ ოცნებას", ერთი დამოუკიდებელ დეპუტატს (მაგ. სალომე ზურაბიშვილს) და 8 წევრი- დანარჩენ ოპოზიციას. თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ოპოზიციიდან.

ოპოზიცია დღევანდელ პარლამენტში წარმოდგენილია 5 ფრაქციით: სამი- ბოკერიების, ერთი -ნაცმოძრაობის, ერთი- ჩვენი ფრაქციაა.

რადგან ნაცებმა საგამოძიებო კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს, დარჩა 4 ოპოზიციური ფრაქცია და 8 ადგილი.

ჩვენ გვეკუთვნოდა 2 წევრი , ხოლო ბოკერიებს- 6.

ახლა კომისიაში ბოკერიებს აქვთ 9 ადგილი.

ეს კანონდარღვევაა.

ერთი პარტია გადამწყვეტია,თან, დაუმსახურებლად.

რატომ მოხდა ეს?

მოხდა იმიტომ, რომ, როგორც კობახიძემ ბიუროზე განაცხადა, "ქართულ ოცნებასა" და ბოკერიებს შორის მოხდა პოლიტიკური შეთანხმება, "ქართულმა ოცნებამ" არ წარადგინა თავისი კვოტიდან 2 დეპუტატი და წარადგინა "ევროპელების" დეპუტატები.

ვიმეორებ,

არა ჩვენ დაგვითმო ადგილები, არამედ ბოკერიებს, თორემ ჩვენ ამ პირობებში შესაძლოა 4 წევრი გვყოლოდა კომისიაში.

მეორე- დღეს კენჭი უყარეს კომისიის თავმჯდომარის პოსტზე ორივე კანდიდატს ერთად! და არა ცალ -ცალკე; კაპანაძეს- მწვანე ღილაკით, ადა მარშანიას- წითელი ღილაკით. ესეც რეგლამენტის უხეში დარღვევაა.

რეზიუმე- საგამოძიებო კომისია თავიდანვე კანონდარღვევით შეიქმნა. კობახიძე-ბოკერიებმა მორიგი ჩახუტების მაგალითი გვაჩვენეს.”- წერს ირმა ინაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42