„ჩვენს "პეროიან" ფსევდოინტელექტუალებს მინდა ვკითხო, პოლიტიკოსები რომ არ მოგწონთ, ხალხთან საუბარი არ იციანო, თქვენ თუ იცით ? იქნებ დაგავიწყდათ, რომ ეგ პოლიტიკოსები, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, ორივე თქვენსავით ხალხის წიაღშია შობილი ? იქნებ ის დაგავიწყდათ, რომ სწორედ ინტელექტუალების ვალდებულებაა საზოგადოებაში ერთიანი იდეების ფორმირება ? რამე იდეა გაქვთ ? საერთოდ, რაიმე მოთხოვნა თუ გაქვთ გარდა თავისუფლებისა პასუხისმგებლობის გარეშე ?
ჰოდა ასეთ თავისუფლებას ვერასდროს მიიღებთ !
თავი დაანებეთ "აპოლიტიკურობის" დაჩემებას და თუ რამედ ღირხართ გამოდით სინათლეზე, შვით იდეები, ლიდერები. უბრალოდ მოთხოვნების ფორმირება მაინც ისწავლეთ სწორად, თორემ ეგ ნაცარქექიობა, უშნო ქილიკი და ცხვირის აბზუება ოდითგან ქართული გართობა იყო და არასდროს ამ ქვეყნისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია“ -წერს მამუკა გამყრელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






