„თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმებმა კიდევ ერთი პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინეს.
მორიგ გამოძახებაზე მისულ ბრიგადა 1115-ს (უფროსი ექიმი ჯული ბალიანი, უმცროსი ექიმი რიგინა კოლოსიანი, მძღოლი მერაბ ჩიტიშვილი) საშუალო ასაკის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.
როგორც უფროსი ექიმი ჯული ბალიანი იხსებებს, პაციენტი არ სუნთქავდა და პულსიც არ ესინჯებოდა. ექიმებმა პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დაუყოვნებლივ დაიწყეს. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა და ბრიგადამ იგი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა.
ჰოსპიტალიზაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ჩვენი ექიმები კლინიკას დაუკავშირდნენ, სადაც განაცხადეს, რომ მამაკაცი მართვით სუნთქვაზე უკვე აღარ იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი პაციენტს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს!“ - წერს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი.
მასალის გამოყენების პირობები






