„ჩვენ, ოპოზციის ლიდერებმა, მედიის თანდასწრებით, კანცელარიასთან მყოფ ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ვუთხარით, რომ უნდა იმოქმედო ისე, როგორც ეს მათ სურთ. ვინაიდან პრემიერმა გააკეთა პოლიტიკური განცხადება, სადაც პოლიტიკოსების ფაქტორი გამოიყენა შეხვედრის ჩასაშლელად, და გამომდინარე იქიდან, რომ კვირიკაშვილმა კარგად იცის, რომ ჩვენ მას დავუყენებდით საკითხს გადადგომის შესახებ, ამიტომ ჩვენ ზაზას ვთხოვთ ემოქმედა ისე, როგორც ეს მისთვის იქნებოდა მისაღები. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ ჩვენ ვდგავართ შვილმოკლული ოჯახების გვერდით, მკვლელების დამფარავი ხელისუფლების წინააღმდეგ.
პირადად მე, ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და განვუცხადე, რომ ეს იყო ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება, ზაზას პრემიერთან შეხვედრაზე პოლიტიკოსების ფაქტორი არ ყოფილიყო გამოყენებული ამ შეხვედრის ჩასაშლელად.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






