პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიაში უმრავლესობა „ევროპულ საქართველოს“ ექნება და კომისიის თავმჯდომარეც საპარლამენტო უმცირესობიდან შეირჩევა. დარჩენილი 8 ადგილი მმართველ გუნდთან და "პატრიოტთა ალიანსზე" გადანაწილდება
„ჩვენ გვქონდა შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებთან დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით და შევთანხმდით შემდეგზე რომ - საპარლამენტო უმცირესობა იქნება კომისიაში წარმოდგენილი უმრავლესობით ანუ 9 წევრი ეყოლება საპარლამენტო უმცირესობას და ეს მოხდება კვოტების გადანაწილების ხარჯზე და შესაბამისად, უმცირესობის წარმომადგენელი იქნება დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეც, ეს არის ჩვენი კონსულტაციების შედეგი,“ - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ, შეიქმნება ოპოზიციური პარტიის, „ენმ-ის“ გარეშე. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ენმ-მ“ საგამოძიებო კომისიაში ჩართვასთან დაკავშირებით უარი განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ ორ დღეში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






