"ივანიშილი ზის თავის შამანთან ერთად და შემცვლელს ეძებს, პრემიერს ისედაც გაგდებას უპირებდნენ"- კუპრავა
პოლიტიკა - 13:51, 04 Jun, 2018     3637
ზვიად კუპრავასთვის გაუგებარია ვის გულისხმობს პრემიერი ანგაჟირებულ პირებში, მისი თქმით სამარცხვინოა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ქვეყანაში არსებულ გლობალურ პრობლემაზე, რაც არის უსამართლობა და სახელმწიფოს ძალმომრეობითი სისტემა ასე საუბრობს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ პროცესს უწოდებს:

„პრემიერ-მინისტრი როდესაც არ ვარგა, თუ უნდა ანგაჟირებული დაარქვას და რაც უნდა ის დაარქვას, პრემიერი არ ვარგა და 50 ათას ადამიანს ანგაჟირებულს დაგვარქმევს თუ გულწრფელად მოსულს, მის სიტყვებს ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს. 31 მაისს პრემიერ-მინისტრი დამთავრდა აქ, კიბეებზე, როდესაც პრემიერი ხალხმა არ მიიღო და ყვირილი დაუწყო. იმ დღეს ჩამოიშალა და ფორმალობად დარჩა, ბიძინა ივანიშილი ზის ალბათ თავის შამანთან ერთად და ახალ შემცვლელს ეძებს, ისედაც გაგდებას უპირებდნენ ამ საცოდავს და ახლა კიდევ დაჩქარდა პროცესები.“- განაცხადა კუპრავამ.

კუპრავას თქმით, აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, იმისთვის რომ რეალურად ხალხის რჩეული პოლიტიკოსები მოვიდნენ ხელისუფლებაში.

„რა მნიშვნელობა აქვს კვირიკაშვილი 2 და ღარიბაშვილი 2 მოვა თუ არა, ეს პარლამენტი ვერავის ვერ ნიშნავს, ნიშნავს ის კაცი ზევიდან. ვისაც ჩაუგდებს ტოპკას, პარლამენტი უნიშნავს პრემიერმინისტრს. ამიტომ დავაყენე ვადამდელი არჩევნების საკითხი. ეს პარლამენტი ვისაც დანიშნავს, ყველა კვირიკაშვილი და ღარიბაშვილი იქნება. ცხადია პარლამენტი უნდა იქნას დათხოვნილი, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და ხალხი ვისაც აირჩევს ის იქნება ქვეყნის მმართველი.“- აღნიშნა კუპრავამ.

წამყვანის კითხვაზე, რომ ამ ვადებში, კონსტიტუციურად ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების დანიშვნა პრეზიდენტის მიერ შეუძლებელია, „ქართული ოცნება“ კი თვითლიკვიდაციაზე არ წავა. ზვიად კუპრავამ უპასუხა, რომ მთავარია ხალხი რას გადაწყვეტს:

„ესენი არ წავლენ თვითლიკვიდაციაზე ამათ ვინ ეკითხება, შოთაძის გადაყენებაზეც არ მიდიოდნენ და გადავაყენეთ შოთაძე, მთავარია ხალხის აზრი და რას ითხოვს ხალხი. ესენი თუ მიუშვი ამათ საყდრისი ააფეთქეს და ბარბარე რაფალიანცი მოკლეს. მაჩალიკაშვილის ტრაგედია გვაქვს და სარალიძის ტრაგედია გვაქვს და ათასი უბედურება გვაქვს. მთავარია ხალხს რა უნდა.“- გაანცხადა კუპრავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42