"საქართველოს ტურისტული პოტენციალი ქვეყნის განვითარების ერთერთი მთავარი საყრდენია“ - დავით საგანელიძე
პოლიტიკა - 12:37, 04 Jun, 2018     856

„საქართველოში სასტუმროების მშენებლობაში ჩადებული ინვესტიციებით, „საპარტნიორო ფონდს“ ტურიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ჩვენ ვზრუნავთ, რომ საქართველოს თითოეული რეგიონის ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ“, - ეს განცახდება „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „Welcome to Georgia!“-ის ფარგლებში გამართულ ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით იმართება, რომელსაც სახელმწიფო და კერძო სექტორის 500-მდე წარმომადგენელი, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი დაესწრო.

დავით საგანელიძემ კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა: „„საპარტნიორო ფონდი“ სერიოზულად მუშაობს ინვესტიციების მოსაზიდად ქვეყნის უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანას რეალურად გააჩნია ტურისტული პოტენციალი და ეს მიმართულება არის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ერთერთი მთავარი საყრდენი. აღსანიშნავია, რომ ტურიზმით მიღებული შემოსავლებით ყველაზე მეტ სარგებელს რეგიონის მოსახლეობა იღებს. ჩვენ ვცდილობთ, წამოვწიოთ საქართველოს მხარეებისა და ქალაქების უნიკალური კულტურულ-გეოგრაფიული მახასიათებლები და ხელი შევუწყოთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. ვზრუნავთ რეგიონების განვითარებაზე, მათ შორის, სამთო-საკურორტო და სპა-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე. ეს ის მახასიათებლებია, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კონკურენტუნარიანს ხდის მსოფლიო მასშტაბით. ფონდი, ასევე, აქტიურად იღებს მონაწილეობას ტურიზმის ინდუსტიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაში და ამ მიზნით, პროფესიულ სასწავლებლებთან თანამშრომლობს.“

კონფერენციის პირველ პანელში „საპარტნიორო ფონდის“ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი დანელიამ მიიღო მონაწილეობა. დისკუსია ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის აქტუალურ საკითხებს შეეხება. გიორგი დანელიამ აქცენტები გააკეთა ტურიზმის სექტორში „საპარტნიორო ფონდის“ მიერ განხორციელებული პროექტების, კერძო სექტორთან თანამშრომლობის, დარგში არსებული გამოწვევებისა და ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შესახებ.

კონფერენცია პროექტის თანადამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ გახსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42