რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გიორგი ვაშაძემ საგანგებო მიმართვა გააკეთა და განაცხადა, რომ არავინ იცის სად იმყოფება ზაზა სარალიძე:
„ნამდვილად არავინ იცის ფიზიკურად სად იმყოფება ზაზა სარალიძე, ეს არის უკვე საგანგაშო სიტუაცია, შვიდის 15 წუთზე მან ზვიადს მოსწერა, რომ აუცილებლად მოვიდოდა აქციაზე, ამის შემდეგ ამ ადამიანტან კონტაქტი ვერ მყარდება, მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვით ძალადობას, რომელიც თქვენ დაიწყეთ ამ ადამიანის წინააღმდეგ ხელახლა, გააკეთოს განცხადება, რომ მის სიცოცხლეს საფრტხე არ ემუქრება, ვერავინ ვერ ვპოულობთ, აქ შეკრებილი ყველა ადამიანი გვეკითხება ჩვენ სად იმყოფება ეს პიროვნება, ეს არის ხელისუფლების დაგეგმილი ბინძული ქმედებები, ვთხოვთ ზაზას, გააკეთოს განცხადება, ზაზა გიდგავართ ბოლომდე გვერდში, არავის შენს თავს არ დავაჩაგვრიბნებთ, ხელისუფლებას არ მივცემთ შესაძლებლობას იძალადოს ხალხზე, ველოდებით უახლოეს 15 წუთში მის განცხადებას, გააკეთეთ განცხადება, რომ ადამიანის სიცოცხლეს არ ემუქრება საფრთხე. ეს არის საგანგაშო სიტუაცია, ვიდგეთ ბოლომდე, დაველოდოთ, უახლოეს 10-15 წუთში ხელახლა გავაკეთებთ განცხადებას ამ საკითხთან დაკავშრებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






