რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია იწყება. „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება:
„მთელი საქართველო დღეს სოლიდარულია სწორედ ზაზა სარალიძის და მაჩალიკაშვილის, შვილმოკლული მამაბის. ჩვენც იგივე განწყობა გვაქვს და ჩვენი მთავარი ამოცანაა, დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით, რომ მოახერხონ და მიაღწიონ სამართალს, რა არის სამართალი? მოუკლეს ადამიანებს შვილები და ხელისუფლება ფაქტობრივად ახორციელებს ამ დანაშაულის დაფარვას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ჩვენ ერთადერთი რამ გვაერთიანებს დღეს, დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდით და ის ხელისუფლება, რომელიც ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც კლავს და შემდეგ ამას ფარავს, რომ ამ ხელისუფლებამ არ იმოქმედოს, მაგრამ მე უკვე რასაც ვხედავ, ფაქტობრივად ადამიანზე ახორციელებენ ზეწოლას, რომ ის ფსიქოლოგიურად გატეხონ, იმ მდგომარეობამდე მიიყვანეს, რომ ადამიანი უკვე მწყობრიდან არის გამოსული, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და რაც უფრო მალე მოშორდება ხელისუფლებას ეს პოლიტიკური ძალა, მით უფრო მალე დაწყნარდება ამ ქვეყანაში ვითარებაც და მიღწეული იქნება სამართლიანობა.
ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმა, ეს არის ერთ კვირიანი გეგმა, ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შეკრებები და შემდგომი კონკრეტული ნაბიჯები, ტაქტიკა და სტრატეგია იქნება განსაზღრვული. აქციები აუცილებლად გაგრძელდება, სანამ ეს ორი ადამიანი არ იქნება დაკმაყოფილებული და ეს მთავრობა არ მოშორდება ქვეყანას“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






