„არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ არასამთავრობოები, ვისაც სურვილი ექნება, ყველა ადამიანი, ჩემნაირი გლეხი მოვიდეს და დავდგეთ ერთად“ - ზაზა სარალიძე
პოლიტიკა - 15:29, 03 Jun, 2018     1553

"ნუ მომკლავ!" - აქცია ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან დღეს 18:00 საათიდან განახლდება. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად აქციის მონაწილეები უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბებიან. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ის ერთად დგომისკენ მოუწოდებს არა მხოლოდ პარტიებს, არამედ მთელ საზოგადოებას, არასამთავრობო სექტორს:

„არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც სურვილი ექნება, ყველა ადამიანი, ჩემნაირი გლეხი მოვიდეს და დავდგეთ ყველა ერთიანად, რათა ეს სისტემა დავანგრიოთ. არანაირ პოლიტიკასთან შეხება მე არ მაქვს, მაგრამ უკვე ვიგრძენი ის, რომ მარტო ხალხმა ჩვენ სამართალს ვერ მივაღწიეთ. არანაირი მოთხოვნა არ შეიცვლება. რა პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფი, მანქანა, როდესაც ჩიხში შედის და იქ მოსაბრუნებელი არ არის, უკან ხომ უნდა წამოვიდეს ეს მანქანა. თუ ყველა გამომძიებელი არ ალაპარაკდა, ვინ რა დანაშაული ჩაიდინა, თუ ყველაზე ზედამხედველი არ ალაპარაკდა, ვინ დაავალა ეს, ეს საფეხურები მიდის ზევით. ახლა ველოდები ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ის ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია, თუ ჩათვლიან საჭიროდ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, ისინიც მოვიდნენ. ჩემთვის პრობლემა არ არის. დავსახოთ სტრატეგიული გეგემა, რომლის მიხედვით, ვიმოძრავებთ. აქ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ჩემი შვილის მკვლელები და არა მარტო მკვლელები, ის ადამიანები, ვინც დაფარა, გააყალბა, ყველა ექსპერტი, გამომძიებელი, პროკურორი, ვინც ამ საქმეს მფარველობდა,“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მოკლული დავით სარალიძის მამასთან ერთად იმყოფება პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

"მე სიტყვა მივეცი ზაზა სარალიძეს, სანამ შენ იდგები, მე შენ გვერდით ვიქნები. ვიღაც ხომ უნდა ჩაერთოს ამ დანაშაულებრივი ჯგუფების გამოსავლენად, ვიღაც ხომ უნდა იყოს ამ ქვეყნის პატრონი. მე არც პარტიებს ვიცნობ და არც პარტიის რიგებში ვყოფილვარ. მე ვიცნობ ქართველ ხალხს. ჩემ გვერდით დგას ქართველი ხალხი. ნებისმიერ პოლიტიკოსთან დავჯდები ოპოზიციის და არა ამ მთავრობის,“- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42