„დღეს უბრალოდ გაცხადდა, თორემ, ჩვენ ვხედავდით როგორ წარიმართებოდა პროცესები, გუშინ უბრალოდ გაცხადდა ოფიციალურად, რომ საუბარი არის პარტიულ მიტინგზე, თორემ წინა დღეებში ჩვენ ვხედავდით როგორ წარიმართებოდა, ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს მიტინგები. რა თქმა უნდა პირველი ტალღა რომელიც ვიხილეთ, ეს იყო საზოგადოებრივი რეაქცია იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა განაჩენთან დაკავშირებით, ჩვენც გვაქვს კითხვის ნიშნები განაჩენის თაობაზე, ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, თუმცა, ამის შემდეგ, იმავე დღეს სადავეები პროცესზე აიღო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასე გრძელდებოდა ეს პროცესები ბოლო დღეების განმავლობაში და გუშინ ვიხილეთ სამწუხაროდ ძალიან კომიკური სურათიც, გუშინ ასე შეფასდა საზოგადოების მიერ რაც ხდებოდა ამ აქციაზე, შესაბამისად ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






