„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ განხილვა საგამოძიებო კომისიის შექმნას უკავშირდებოდა:
„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს მორიგი სხდომა, სადაც ვისაუბრეთ ძირითადად ორ საკითხთან დაკავშრებით, პირველი განსახილველი თემა იყო საგამოძიებო კომისია, ვისაუბრეთ ამ კომისიის ფორმიერბაზე, სავარაუდო შემადგენლობაზე, საბოლოოდ ჩამოყალიბდება კომისიის შემადგენლობა მას შემდეგ რაც გავივლით კონსულტაციებს უმცირესობასთან, სავარუდოდ ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის მოწვევა და იმ სხდომაზე ჩამოყალიბდება შემადგენლობა. მეორე საკითხი შეეხებოდა პარტიულ თანამდებობებს, გარკვეული თანამდებობები იყო გადასანაწილებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






